„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო  არ ხარჯავს არც ერთ თეთრს რუსეთის ბაზარზე“

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო არ ხარჯავს არც ერთ თეთრს რუსეთის ბაზარზე“

access_time2019-08-11 10:00:14


„ღვინის ექსპორტი, როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად, გაზრდილია. რაოდენობის მხრივ, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო თანხის მხრივ, იგივე მაჩვენებელი 6%-ითაა გაზრდილი. საქართველოდან ღვინის ექსპორტი გაზრდილია ყველა სტრატეგიული ბაზრის მიმართულებით,  მათ შორის ჩინეთში, ბალტიისპირეთში, აშშ-ში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში და ა.შ. ასევე შეიმჩნევა მატება ტრადიციულ  ბაზრებშიც. მათ შორის 2%-იანი მატებაა რუსეთის ბაზარზე, მიუხედავად იმ არეულობებისა და გაუგებრობების, რაც ივლისის თვეში იყო.“  - განაცხადა რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ. მისი თქმით, ქართული ღვინის ფასი სტაბილურად მატულობს და იგი უტოლდება იტალიური ღვინოების ფასს.



„მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემოსავლები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე რაოდენობა. საშუალო ფასი სტაბილურად მატულობს და ნელ-ნელა ავალთ იმ პრემიუმ ფასამდე, რასაც ვფიქრობთ, ქართული ღვინო იმსახურებს. პირველ რიგში, ზრდა განაპირობა სწორმა მარკეტინგულმა გათვლებმა. თუ რუსეთის წილი მხოლოდ 2%-ითაა გაზრდილი, უფრო დიდი მონაცემები გვაქვს აშშ-ს, დასავლეთის ბაზრებზე, სამრეთ-აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრების წილზე - აქ ღვინო ზოგადად უფრო ძვირია, უფრო ძვირს იხდიან იმპორტირებულ ღვინოში, შესაბამისად, ქართულ ღვინოშიც. რაც შეეხება საშუალო ფასს, ბოთლ ღვინოზე გადათვლით ღირებულება $2.42 დოლარია. ჩვენ შევდივართ საუკეთესო ხუთეულში, ჩვენი ფასი იგივეა, რაც აქვს იტალიას, თუმცა იტალია ჩვენგან განსხვავებით ბევრ ღვინოს აწარმოებს. ჩვენი მიზანია გვქონდეს ისეთი პრემიუმ ფასი, როგორიც აქვს ახალი ზელანდიის და ავსტრიის ღვინოებს. მათი ფასი 3 დოლარის ფარგლებში მერყეობს. პირველ ადგილზე არის საფრანგეთი, რომელიც საერთოდ მოწყვეტილია ყველა სხვა ქვეყნის ფასებს.  რაც შეეხება, ჩვენი ღვინის ხარისხს. ხარისხი პირობითი ცნებაა, ყველაზე სწორად მისი განმარტება შეგვიძლია იმით, თუ რამდენად აკმაყოფილებს ღვინო მომხმარებლების მოლოდინს. ქართულ ღვინოს იშვიათი გამონაკლისების გარდა, არანაირი პრობლემა არ აქვს ხარისხთან. ეს საკითხი მკვეთრად ინდივიდუალურია ბაზრების მიხედვით. მაგალითად, პოსტსაბჭოთა სივრცეში წითელი ღვინო პოპულარულია და ნაკლებად პოპულარულია იგი დასავლეთის ქვეყნებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მაღალი ხარისხის არ არის,“ - ამბობს ლევან მეხუზლა


მისი თქმით, მარკეტინგული ღონისძიებები ქართული ღვინის ცნობადობის კუთხით მომავალში კვლავ გაგრძელდება და სამიზნე ბაზრებს სხვა ქვეყნებიც შეემატება. მათ შორის გერმანია და ბალტიისპირეთი.



„ამ ეტაპზე, ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე ჩვეული რეჟიმით შედის. ჩინეთში, პოლონეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში. 2012-2013 წლებიდან გეგმაზომიერად მიმდინარეობს მარკეტინგული ღონისძიებები ცნობადობის ამაღლების კუთხით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო არ ხარჯავს არც ერთ თეთრს ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, მათ შორის რუსეთის ბაზარზე, სადაც ცნობადობა ისედაც მაღალია. მომავალში მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავთ გერმანიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ვატყობთ რომ საჭიროა დამატებითი სტიმულირება, რათა ახალგაზრდა თაობა გაეცნოს ქართულ ღვინოს.


ამასთანავე, დიდი იმედი მაქვს, რომ კერძო სექტორი გონივრულად იმოქმედებს და დაიწყებს ბაზრების დივერსიფიცირებას, რამდენიმე კომპანიამ უკვე დაიწყო ამ მიმართულებით ზრუნვა.


ისინი ჩვენთან ერთად გეგმავენ მარკეტინგულ ღონისძიებებს და იმედი მაქვს, კერძო კომპანიები სწორად შეაფასებენ იმ რისკებს, რომლებიც  ერთი კონკრეტული  ბაზრის დამოკიდებულებასთანაა დაკავშირებული,“- ამბობს ლევან მეხუზლა.


რადიო კომერსანტი


ნათია კეკენაძე






არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up