ხაზარაძის “ლელო“ - საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნები

ხაზარაძის “ლელო“ - საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნები

access_time2019-09-12 13:17:37

მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელო" დააფუძნა.


პრეზენტაცია დღეს ოკუპირებული აფხაზეთიდან 4 კილომეტრში, ანაკლიაში, ზღვის სანაპიროზე გაიმართა.


მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, მისი განახლების მნიშვნელობაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის დადებითი დღის წესრიგის შექმნის აუცილებლობაზე.


ანაკლიაში შეკრებილმა ეკონომისტებმა, იურისტებმა, ბიზნესმენებმა, მენეჯერებმა, მეცნიერებმა, შემოქმედებითი ინდუსტრიების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა დღეს შექმნეს და ხელი მოაწერეს მოძრაობა "ლელოს" საზოგადოებრივ მანიფესტს.


"რატომ?


ჩვენ ვართ მოძრაობა "ლელოს" წევრები - სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და გემოვნების ადამიანები, რომლებმაც ჩვენს საქმიანობაში უკვე მივაღწიეთ წარმატებას, დავდეთ ჩვენი ლელო და ახლა უკვე ქვეყნის საერთო გამარჯვებისთვის ვერთიანდებით.


ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ გვსურს, ვიყოთ გამარჯვებული ქვეყნის შვილები. იმიტომ, რომ არ გვაკმაყოფილებს არსებული რეალობა, გვაღელვებს ეკონომიკური სტაგნაცია, სიღარიბე, ერთპიროვნული მმართველობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, ბორდერიზაცია, უკანონობა და შერჩევითი სამართალი, კორუფცია და ნეპოტიზმი, საგანმანათლებლო და სოციალური სისტემის გაუმართაობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევა, ემიგრაცია, უპერსპექტივობა.



ჩვენ ვერთიანდებით იმისათვის, რომ შევცვალოთ ქვეყანა, გადავიყვანოთ ის ახალ რელსებზე, შევქმნათ დემოკრატიული და სამართლიანი გარემო, გვქონდეს რეალიზიაციის და განვითარების საშუალება, დავიცვათ საკუთარი და სხვათა უფლებები, დავბრუნდეთ ემიგრაციიდან სამშობლოში, მივაღწიოთ დეოკუპაციას, უზრუნველვყოთ შვილების ღირსეული მომავალი, ვიყოთ ბედნიერები, დავდოთ ჩვენი საერთო ლელო.


როგორ?


ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ პლატფორმას - ვქმნით 12 კაციან ლიდერთა გუნდებს. ვიკრიბებით 12 წარმატებული - უკვე გამოცდილი თუ ახალგაზრდა ლიდერი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა სფეროში. ვიკრიბებით ყველა ქალაქში, რეგიონში, სოფელში, ქუჩაზე...


ჩვენ ვართ 12 X 12 და თითოეული ჩვენგანი ეძებს თავის ახალ 12 თანამოაზრეს. ჩვენ ვართ სახალხო საკრებულოები, რომლებიც ვთანხმდებით საერთო ღირებულებებზე, ვიწყებთ მოძრაობას ჰორიზონტალური პრინციპით, ვიზრდებით გეომეტრიული პროგრესიით, ვიწყებთ მართვას ქვემოდან. იქიდან, საიდანაც ყველაზე უკეთ ჩანს პრობლემაც და მისი გადაწყვეტის გზაც.


ჩვენ არ ველოდებით გმირს, მესიას, მხსნელს. დროა თითოეულმა ჩვენგანმა თავად ავიღოთ ინიციატივა და თავად შევქმნათ ჩვენი მომავალი, ვაქციოთ სურვილები რეალობად. გავაანალიზოთ სად ვართ დღეს და სად უნდა ვიყოთ ხვალ, შევქმნათ ქვეყნის განვითარების საპროგრამო დოკუმენტი, კონკრეტულად გაწერილი, ეფექტური და ერთიანი ხედვა. პრინციპები და ფასეულობები. ვაქციოთ განვითარება სწრაფ, უწყვეტ და შეუქცევად პროცესად და მივიღოთ საუკეთესო შედეგი.


ჩვენ არ გვაქვს დრო ვიკამათოთ პოლიტიკოსთა შეცდომებზე და უსასრულოდ ვაანალიზოთ ის, რაც უკვე იყო. ჩვენი მიზანია გაერთიანება არა წარსული წლების, არამედ ამ წლებში დაგროვილი პრობლემების წინააღმდეგ,


ჩვენი საქმე მომავალია და წარსულის გამოცდილების გააზრებით უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა.


ჩვენ ვართ ყველაზე მახვილი და ობიექტური საზოგადოების თვალი. ის, ვინც პირველ რიგში კრიტიკულად აფასებს საკუთარ საქმიანობას. ის, ვინც ხედავს, აკონტროლებს, აანალიზებს, ქმნის და ცვლის.


ჩვენ არ გვეშინია შეცდომების, რადგან ერთ ძლიერ გუნდად ვერკინებით გამოწვევებს, მივდივართ წინ, ვდებთ ლელოს, ვიმარჯვებთ.


შემოგვიერთდი.
გახდი ლელოელი!
ლელო ერთობაშია!
ერთად მოვუტანოთ გამარჯვება საქართველოს!“, – განაცხადა ხაზარაძემ "ლელოს" პრეზენტაციაზე.






2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც  არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“
access_time2019-09-19 16:15:58
ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც ტურიძილაძე განმარტავს,მედიკამენტების ფასის რეგულირება ფასის შეკავების მექანიზმია, რომელიც როგორც წესი, ფარმაცევტული დანახარჯის შესამცირებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლად ეს ინსტრუმენტი ეფექტური...


მსგავსი სიახლეები

up