ირაკლი იაშვილი-„ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი,ის არის პოლიტიკოსი“

ირაკლი იაშვილი-„ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი,ის არის პოლიტიკოსი“

access_time2019-09-13 18:00:37

 მამუკა ხაზარაძის  საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო“ გუშინ ოფიციალურად დაფუძნდა. ბიზნესმენების ნაწილი „კომერსანტთან“  ბიზნესმენის მხრიდან  პოლიტიკაში წასვლაზე და მოლოდინებზე „კომერსანტთან“ საუბრობს.


უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი პირადად მას გავლილი აქვს,საზოგადოებრივი მოძრაობაც, პარტიაც, პოლიტიკაც. შესაბამისად, რადგან იქ მისთვის საინტერესო ვერაფერი ნახა, ამიტომ ეს მიმართულება დაასრულა. 


„მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწორად მოვიქეცი. ერთადერთი, რაც იმ 10 წლიდან დამრჩა, არის იმ ადამიანების ცოდნა, ვინც დღეს პოლიტიკაში აქტორებად არიან და გამოცდილება. ზუსტად ვიცი ახლა, ვინ რას ფიქრობს, ვის რა სურვილი აქვს, ვის რა უნდა და ასე შემდეგ.



ხაზარაძე გუშინდელი დღიდან აღარ არის ბიზნესმენი, ის არის პოლიტიკოსი. ამიტომ პოლიტიკოს ხაზარაძეზე საუბრის სურვილი არ მაქვს. ამაზე ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა. რაც შეეხება ხაზარაძეს როგორც ბიზნესმენს და პიროვნებას, ამაზე მაქვს ჩემი აზრი, რომელსაც ჩემთვის დავიტოვებ,“
აცხადებს იაშვილი.



ბიზნესმენი, კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ როდესაც ბიზნესიდან მიდის ასეთი წარმატებული ადამიანი პოლიტიკაში, დასანანია, რადგან ასეთ ხალხს, რომლებმაც სერიოზული და წარმატებული ბიზნესი შექმნეს, ამავე სფეროში გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ.


„სამწუხაროა, როდესაც იქმნება ისეთი გარემობა, როდესაც ბიზნესმენებს უწევთ პოლიტიკურ საქმიანობაში გადასვლა, რადგან სხვა გამოსავალი არ რჩებათ რთული სიტუაციებიდან გამომდინარე. მამუკა ხაზარაძის მხრიდან ეს მართლაც გაბედული ნაბიჯია. წარმატებას ვუსურვებ ახალ გაერთიანებას,“  განმარტავს დაუშვილი.


შეგახსენებთ, რომ “ლელოს“ პრეზენტაცია გუშინ, ანაკლიაში გაიმართა.



სოფო ქსოვრელი 







ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up