სავარაუდო მუქარის წერილის ორიგინალს ხაზარაძე-ჯაფარიძე პროკურატურას გადასცემენ

სავარაუდო მუქარის წერილის ორიგინალს ხაზარაძე-ჯაფარიძე პროკურატურას გადასცემენ

access_time2019-10-18 20:42:26

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სავარაუდო მუქარის წერილის დედანს პროკურატურას გადასცემენ. მათივე თქმით, წერილის გადაცემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც გაესაუბრებიან.

 

ყველა ექსპერტული დასკვნა ჩამოსულია თბილისში. დიდი დრო დასჭირდა, რადგან საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ურთულესი ექსპერტიზა ჩაუტარდა, — განაცხადა ხაზარაძემ.

 

ხაზარაძისვე თქმით, წერილისა და მასალების გადაცემის დრო და ფორმა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

მუქარის წერილი და ბრალდება შს მინისტრს

გიორგი გახარიასგან სავარაუდო მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.


 

ხაზარაძე-ჯაფარიძე ამბობენ, რომ პროკურატურას წერილის ასლი გადასცეს, რომელიც უწყებამ მოგვიანებით გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ:

 

პირველი — ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ;

მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში;

მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.

გარდა ამისა, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ფიგურირებდა თიბისი ბანკის საქმეში. კერძოდ, ის იყო კომპანიების სამგორი ემისა და სამგორი თრეიდის მფლობელი. სწორედ ამ კომპანიებზე გასცა და უკან ისესხა ფული თიბისი ბანკმა.

 

9 მარტს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხაზარაძეს გახარიას წერილი, სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძემ გადასცა. როგორც ტელეკომპანია აცხადებდა, ამ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. შაბათის კურიერის მტკიცებით, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე თბილისში ერთმანეთის მეზობლები არიან.

 

on.ge






„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-05 21:30:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„რეგულაცია ხარჯების გაზრდას და საეჭვო გარიგებების შემცირებას გამოიწვევს“ - ლომბარდებს შსს-ისთვის ინფორმაციის მიწოდება დაევალათ ლომბარდებს, ანუ „სესხის გამცემ სუბიექტებს“ აქვთ ვალდებულება 1-ელი აპრილისთვის უკვე...


მსგავსი სიახლეები

up