მამუკა ხაზარაძე დათმობას არ აპირებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებას ანაკლიის კონსორციუმისთვის ხელშეკრულების შეწყვეტაზე ამბობს, რომ დავას გააგრძელებს. არ დავუთმობთ და გამოვააშკარავებთ ყველა იმ თანამდებობის პირის და პოლიტიკოსის ქმედებას, რომელიც მიზანმიმართულად ებრძოდა ანაკლიის პროექტს.
ლელოს დამფუძნებელი ამბობს, ეს ძალიან სერიოზული დავა იქნება და ანაკლიის პროექტის ჩაშლაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მონაწილეობდნენ. დანარჩენთა ვინაობას საერთაშორისო სასამართლო დავის დროს გაამხელს, სესაბამისი დოკუმენატაციაც, ამბობს რომ გააჩნია.
ასევე განმარტავს, რომ ხელისუფლება ტყუის როცა ამბობს რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, შესრულებული იყო. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა დესტრუქტციული ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტის განხორციელებას, - ამბობს ხაზარაძე.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდას, ხაზარაძე ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხს სასამართლო გასცემს.
gbc.ge