NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა, „ტვიტერზე“ აგვისტოს ომის შესახებ წერს.
კოლომინას თქმით, NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს.
„როგორც მადრიდის სამიტზე იყო დადასტურებული, NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან“, – წერს კოლომინა.