ხათუნა ზახაშვილი - რეკომენდაციები უნდა დავიცვათ ყველამ, ყველგან და ყოველთვის, ინფექცია არსად წასულა

ხათუნა ზახაშვილი - რეკომენდაციები უნდა დავიცვათ ყველამ, ყველგან და ყოველთვის, ინფექცია არსად წასულა

access_time2020-06-01 22:25:20

ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ამ დრომდე, არის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი და ახლაც არ უნდა დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ის, რაც რეკომენდირებულია, უნდა დავიცვათ ყველამ, ყველგან და ყოველთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

 

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს.

 

„გაფრთხილებები და რეკომენდაციები იმისთვის არსებობს, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური მდგომარეობა. ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ამ დრომდე, არის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი და ახლაც არ უნდა დავკარგოთ ეს პასუხისმგებლობის გრძნობა. ის, რაც რეკომენდირებულია, უნდა დავიცვათ ყველამ, ყველგან და ყოველთვის. ეს ინფექცია არსად წასულა და არ არსებობს რაიმე ისეთი ტიპის სამსახური, რომელიც მარტო კონტროლით, თუნდაც ძალოვანი ღონისძიებების გატარებით, ჯარიმებით და ა.შ. შეძლებენ მის დამარცხებას. ერთადერთი, რითაც ჩვენ შევძლებთ კოვიდის შეჩერებას, არის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომლის ქონაც საქართველოს მოსახლეობამ უკვე დაამტკიცა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ის რაც რეკომენდირებულია, ყველამ როგორმე უნდა დავიცვათ. გახსოვდეთ, ჯანმრთელობის ფასი არაფერი გვაქვს და ნუ აჩქარდებით, დაელოდეთ შემდგომ ტრანსპორტს; თუ ტრანსპორტი არ არის ხელმისაწვდომი, გადაადგილდით ფეხით, როგორც ამდენ ხანს დავდიოდით; სწორად გამოიყენეთ ნიღაბი; ხშირად დაიბანეთ ან დაისუფთავეთ ხელები; დაიცავით სოციალური დისტანცია. ჯერჯერობით სხვა გზა და საშუალება ამ დაავადების საწინააღმდეგოდ არსად არ არსებობს“, - განაცხადა ზახაშვილმა.

 


მან ასევე ისაუბრა „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებითაც. ზახაშვილის განცხადებით, ამ კლასტერთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ჩაიკეტოს ნუცუბიძის რაიონი, ზახაშვილმა უპასუხა, რომ ეს არ იგეგმება.

 

„კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში, სადაც ისინი ზედამხედველობის ქვეშ არიან. აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია, შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.



ipn




„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია
access_time2020-07-13 16:30:17
„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები უკვე საქართველოშია.   საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, საქართველოში 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილმა ვითარებამ ლოგისტიკური შეფერხებები გამოიწვია.   ქუთაისში,...

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
access_time2020-07-13 15:32:31
საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.   ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?   ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი...

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში
access_time2020-07-13 17:00:29
ბოლო დროს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო სულ უფრო ხშირად მიგვითითებს ქვეყანაში კორუფციის რისკების არსებობაზე, თუმცა ხელისუფლება პასუხად ამბობს, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მხოლოდ გაუმჯობესდა და შესაბამისად, როგორ შეიძლება ქვეყანა, ერთი მხრივ, მიმზიდველი იყოს ბიზნესის, გლობალური კონკურენტუნარიანობის ან თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, კორუფციაში იფლობოდეს. რამდენიმე თვის წინ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებდა...

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...


მსგავსი სიახლეები

up