ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლებაში როლებს იყოფენ - ვიღაც უნდა იყოს აღვირახსნილობამდე თავხედი, მაგალითად, კობახიძე და ვიღაც უნდა იყოს მოლაპარაკებებისკენ განმწყობი

ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლებაში როლებს იყოფენ - ვიღაც უნდა იყოს აღვირახსნილობამდე თავხედი, მაგალითად, კობახიძე და ვიღაც უნდა იყოს მოლაპარაკებებისკენ განმწყობი

access_time2020-11-11 15:10:00

ხელისუფლებაში ჩანს, რომ იყოფენ როლებს- ვიღაც უნდა იყოს აღვირახსნილობამდე თავხედი, მაგალითად, კობახიძე და ვიღაც უნდა იყოს რაციონალური და მოლაპარაკებებისკენ განმწყობი, - ასე შეაფასა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადება, რომელმაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, რათა არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს.

ლაგაზიძის განმარტებით, მმართველი ძალის პოლიტიკაში, რომელიც „მათრახისა და თაფლაკვერის“ გამოძახილია, კალაძეს სწორედ რაციონალური, მოლაპარაკებისკენ განმწყობის ტონი აქვს მორგებული.

„მოლაპარაკებისკენ მოწოდებებში გასაკვირი არაფერი არ არის, ბუნებრივი პროცესია. აბა რას გააკეთებს ხელისუფლება, ხომ არ იტყვის, არ მომელაპარაკო და პარლამენტში არ შემოხვიდეო? მმართველ ძალაში განაწილებულია როლები და ამ შემთხვევაში, კალაძე გამოდის სწორედ რაციონალური და მოლაპარაკებებისკენ განმწყობი ტონის მატარებელი. ეს რაც შეეხება ხელისუფლების ტაქტიკას, მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას რომ შევადაროთ. მაგრამ არიან კიდევ მესამე ტიპის ადამიანები, მესამე როლის შემსრულებლები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლაპარაკების თემა ვერ იქნება ახალი არჩევნები ხელისუფლების მხრიდან. ანუ სამად აქვთ როლები ჩაშლილი, ერთი თავს ლაფს ასხამს ოპოზიციას, კობახიძის სახით, მეორე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და განაწყობს, კალაძის სახით და მესამე აყენებს პირობას, რომ მოლაპარაკების თემა ვერ იქნება ხელახალი არჩევნები“, - განმარტა ლაგაზიძემ.

ამასთანავე, მან იმაზეც გაამახვილა ყურადღება თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის შემხვედრი ტაქტიკა და აღნიშნა, რომ მათ საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა გააჟღერონ.

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკების იქით სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ამ მოლაპარაკებას თუ გვინდა რომ შედეგი ჰქონდეს, ოპოზიციამ ძალიან მკაფიოდ უნდა დაასახელოს მოლაპარაკების პირობები, კიდევ ერთხელ უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ დასავლეთის თვალში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, ამა და ამ პირობების დაკმაყოფილების პირობებში, რომელიც იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალ წესზე შეთანხმება და მეორე, ან ხელახალი, ან ვადმდელი არჩევნები. ამ ორს შორის განსხვავება არსებითია, რადგან ხელახალი არჩევნები ინიშნება როცა არსებული არჩევნები შედეგები ცხადდება ბათილად და გამოდის, რომ ხელისუფლება აღიარებს, რომ გააყალბა. ვადამდელის შემთხვევაში, ესენი შედიან პარლამენტში და იქ კონსტიტუციით არის განსაზღვრული პოლიტიკური კრიზისები, რა დროსაც პრეზიდენტი ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს, მათ შორის, თუ ვერ მოხერხდა მთავრობის დაკომპლექტება. თუ ვადამდელზე იქნება საუბარი, ეს ხელისუფლების სახის გადარჩენას შეიძლება მოემსახუროს,“- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.



IPN.GE 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up