ხატია წილოსანი -2021-2027 წლების  განვითარების  სტრატეგია ყველა პროგრამას დაეფუძნება , რომელსაც სამინისტრო მომდევნო წლებში განახორციელებს

ხატია წილოსანი -2021-2027 წლების განვითარების სტრატეგია ყველა პროგრამას დაეფუძნება , რომელსაც სამინისტრო მომდევნო წლებში განახორციელებს

access_time2019-08-30 14:50:27

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიას დაეფუძნება ყველა ძირითადი მიმართულება, პროექტი და პროგრამა, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს მომდევნო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა განაცხადა სტრატეგიის საჯარო განხილვაზე.


მისი თქმით, საჯარო განხილვის მიზანია ფართო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სტრატეგიის შესახებ, რომელიც უწყებისთვის ჩარჩო დოკუმენტი იქნება.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, დოკუმენტი ევროკავშირის მხარდაჭერით, გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის და UNDP-ის ჩართულობით მომზადდა.


„ჩვენი მიზანია, წარდგენილი სტრატეგია მაქსიმალურად იყოს თავსებადი ყველა გამოწვევასთან და იმ მნიშვნელოვან საკითხთან, რომელიც ეფუძნება მთავრობის გრძელვადიან ხედვას სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სტრატეგიას მოჰყვება სამოქმედო გეგმა, სადაც ინდიკატორების დონეზე არის მითითებული, რა უნდა გაკეთდეს , რომ დღეს არსებული ძირითადი გამოწვევები წარმატებით დაიძლიოს და დარგში იყოს განვითარების ისეთი ხარისხი, რაც ხელს შეუწყობს სოფლად სიღარიბის დაძლევას, შემოსავლების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამინისტროს ექნება ხედვა, როგორ უნდა წარმართოს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში თავისი პოლიტიკა“, – აღნიშნა წილოსანმა.



მისი განმარტებით, სტრატეგია გულისხმობს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ განვითარების ინიციატივების მხარდაჭერასაც.


„სამინისტროს სისტემაში არის შექმნილი ახალი სააგენტო, რომელიც პროექტების მართვის სააგენტოს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და ექსტენციის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა. ეს არის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტო, რაც იქნება ძირითადი განმახორციელებელი უწყება სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტებისა და პროგრამების. ეს არის ერთგვარი გადამხდელთა სააგენტო, რომელიც სტრატეგიაშია ნახსენები და ასევე სტრატეგიაში ნახსენებია მმართველი ორი რგოლი, რაც დაკავშირებულია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებულ პოლიტიკის და ანალიტიკის და სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და სურსათის დეპარტამენტის გამართულ ფუნქციონირებასთან, ასევე ახალი სტრატეგიის კვალდაკვალ, ახალი ვალდებულებების, დავალებების და ახალი მიზნების გაწერასთან ამ ორი დეპარტამენტისთვის“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.


მისი თქმით, მმართველი რგოლი იქნება პასუხისმგებელი პროგრამების შინაარსობრივ მომზადებაზე, ხოლო დამფინანსებელი რგოლი იქნება პასუხისმგებელი ადგილიდან წამოსული ინიციატივების დაფინანსებაზე.


ხატია წილოსანის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრა არის პირველი საჯარო განხილვა. მასში მონაწილეობს ყველა დაინტერესებული უწყება, მათ შორის ფერმერთა ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, პარტნიორები. სტრატეგიის დამტკიცებამდე კონსულტაციები ინტენსიურ რეჟიმში გაიმართება.


„ვფიქრობთ, სექტემბერში მინისტრის ბრძანებით უკვე მოხდება აღნიშნული დოკუმენტის პირველადი ვარიანტის დამტკიცება და შემდეგ მთავრობას გაეგზავნება საბოლოო განხილვისა და დამტკიცებისთვის“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.





„გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს

 „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს
access_time2020-02-26 16:25:48
იურიდიული ჰოლდინგი   „გიორგი ქიშმარია ქართული სამართლის სახლი“ 2009  წელს დაფუძნდა. ჩვენს კორპორაციაში   წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები  თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიმართულებით. ქართული სამართლის სახლი  სრულიად ახალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურების კულტურას ამკვიდრებს საქართველოში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში, რომელიც მთლიანად...

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა

აშშ-მა კორონავირუსის შესახებ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინა
access_time2020-02-26 18:45:40
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.ინფორმაციას ამის შესახებ AFP და Guardian ავრცელებენ. გამოცემის ინფორმაციით, დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ იმ ცვლილებების...

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა
access_time2020-02-26 15:30:18
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა.დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა...


მსგავსი სიახლეები

up