ხატია  წილოსანი - გურიის  განვითარებისთვის  ყველაზე  მეტი სწორედ „ქართული  ოცნების“ ხელისუფლებაში  ყოფნის დროს გაკეთდა

ხატია წილოსანი - გურიის განვითარებისთვის ყველაზე მეტი სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა

access_time2021-08-19 15:20:00

„გურიის განვითარებისთვის ყველაზე მეტი სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უნიკალური პარკი შეკვეთილში, უნიკალური შესაძლებლობები მისცა ამ რეგიონს განვითარებისთვის - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ხატია წილოსანმა ,,ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე.

დეპუტატის თქმით, გურიის განვითარებისთვის ყველაზე მეტი, სწორედ ,,ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გაკეთდა.

„ჩემთვის, გამორჩეულად დიდი პატივია, დღეს აქ ყოფნა, იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქალაქის შვილი, ვსწავლობდი ლანჩხუთის, პირველ საშუალო სკოლაში. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ამ ქალაქმა, ამ ადამიანებმა მომცეს ის შესაძლებლობები, რომლითაც მე დღეს ვამაყობ და ჩვენი ქვეყნისთვის ვცდილობ, გავაკეთო ძალიან ბევრი კარგი რამ. „ქართული ოცნება“ გამორჩეული გუნდია იმ ადამიანების, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, ვინც მუდმივად ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ გურიის განვითარებისთვის ყველაზე მეტი სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უნიკალური პარკი შეკვეთილში, უნიკალური შესაძლებლობები მისცა ამ რეგიონს განვითარებისთვის. ვითარდება კურორტი ბახმარო, გომის მთა, ბევრი მიმართულებით იდგმება აქტიური ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრება გახდეს უკეთესი, გაიზარდოს შემოსავლები, გვქონდეს შესაძლებლობა უკეთესი განათლების მიღების, განვითარების ახალი პერსპექტივები გაჩნდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ვინც მუდმივად ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე, ძალიან სწორ, ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ, მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთო დიდი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატს და ჩვენ ყველა ერთად, 2 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, ვიქნებით მომსწრე ძალიან დიდი გამარჯვების“ - განაცხადა ხატია წილოსანმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up