„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან ვასილ მაღლაფერიძის წასვლას „ჩაძირული გემიდან გაქცევად“ აფასებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე არ მაქვს ინფორმაცია ბატონი მაღლაფერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ არ ვთვლი, რომ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იმხელა ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, რომ ის თავის მოვალეობას ვერ ასრულებს.ზოგადად, ეს ჩაძირული გემიდან გაქცევად მიმაჩნია“, - განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. როგორც ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება და „პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ ეცვლება“.
IPN.GE