ხატია დეკანოიძე - ბლოკში არავითარი დაპირისპირება არ არის - დარწმუნებული ვარ, „რესპუბლიკური პარტია“ არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას პარლამენტს

ხატია დეკანოიძე - ბლოკში არავითარი დაპირისპირება არ არის - დარწმუნებული ვარ, „რესპუბლიკური პარტია“ არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას პარლამენტს

access_time2020-12-11 12:36:29

ბლოკში არავითარი დაპირისპირება არ არის,- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, პარტია მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მიმართავს.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს.

„მე იმედი მაქვს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ კიდევ უფრო დეტალურად განმარტავს საკუთარ პოზიციას. მთავარია ის, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს და არ მიანიჭეს ლეგიტიმაცია დღეს პარლამენტს, რაც ოპოზიციური ერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეთანხმები იმაში, რომ მოლაპარაკებები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის ის გზა, რომელიც ოპოზიციამ თავიდანვე აირჩია, მაგრამ ის, რომ პარლამენტში არავინ არ შევიდა და „ქართული ოცნება“ ლუკაშენკოს გზას დაადგა, ივანიშვილი თავიდან ბოლომდე დიქტატურის გზას დაადგა, დარწმუნებული ვარ, რომ „რესპუბლიკური პარტიაც“ არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას პარლამენტს, რომელსაც არავითარი ლეგიტიმურობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არ აქვს. ჩვენი ბლოკის შიგნით ყველამ დაწერა განცხადებები, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრმა, მათი პოზიცია იყო, რომ ელოდებიან მოლაპარაკებების დასრულებას, მე დიდი მოლოდინები ამ შეთანხმების კუთხით არ მაქვს, რადგან კობახიძემ გასაგებად თქვა, რომ ამ მოლაპარაკებების პარალელურად ბიძინა ივანიშვილი რეპრესიების მომხრეა,“,-აღნიშნა დეკანოიძემ.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up