ხარვეზიანი რეფორმის ანატომია განათლების სისტემაში - აუდიტის ანგარიში

ხარვეზიანი რეფორმის ანატომია განათლების სისტემაში - აუდიტის ანგარიში

access_time2019-07-13 16:00:08

განათლების რეფორმა დღეს საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მთავრობა განათლების სამინისტროს ბიუჯეტის მკვეთრ ზრდას გეგმავს. რამდენიმე კვირის წინ, IMF-მა საქართველოს მთავრობას მიანიშნა, რომ მხოლოდ საკასო ხარჯების ზრდა განათლების ხარისხის ავტომატურ გაუმჯობესებას არ ნიშნავს და რომ მას ღრმა და დეტალური დაგეგმვა სჭირდება. 

დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის - eSchool-ის ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ეს სისტემა კრიტიკულ ხარვეზებს შეიცავს რაც მის შედეგად, ქართული ზოგადასაგანმანათლებლო სისტემის ანალიტიკურ შეფასებას თითქმის შეუძლებელს ხდის. 

დოკუმენტის მიხედვით, ელექტრონული სისტემა ადმინისტრაციული პროცესების გამარტივების მიმართულებით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, თუმცა  წარმომადგენლობით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა განათლებას იღებენ მოსწავლეები არ იძლევა. 

“eSchool-ის შექმნამდე, სამინისტროს თითოეული სკოლიდან ცალ-ცალკე უნდა გამოეთხოვა და შემდგომ დაემუშავებინა აღნიშნული ინფორმაცია. შესაბამისად, სისტემის დანერგვითა და ყოველდღიურ პროცესებში გამოყენებით, სამინისტრომ შეძლო გაეზარდა ზემოთ მითითებული პროცესების პროდუქტიულობა. 

eSchool სისტემა, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოდულების გარდა, ასევე მოიცავს ელექტრონული ჟურნალის (eJournal) მოდულს, რომლის მიზანია: 

• სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა და მართვა; 
• დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი; 
• შეფასებების ავტომატური კალკულაცია; 
• ავტომატური ანგარიშგების წარმოება. 

eJournal მოდულის საშუალებით შესაძლებელია ცენტრალურად, ქვეყნის მასშტაბით ერთ სისტემაში აისახოს მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია და შემდგომ მოხდეს მისი დამუშავება,”- წერია ანგარიშში. 


აუდიტის დასკვნა:


“არსებული მდგომარეობით შეუძლებელია განათლების სექტორის შეფასებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის − მოსწავლის აკადემიური მოსწრების, ცენტრალურად გენერირება და ჩართული მხარეების მიერ მათზე დროული წვდომა. კერძოდ, eSchool-ის მნიშვნელოვანი მოდული eJournal საჯარო სკოლების მხოლოდ 16%-შია დანერგილი და 2016 წლიდან დღემდე საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს მისი გამოყენება. შესაბამისად, eJournal სკოლების უმეტესობაში დანერგილი არ არის და სამინისტრო ვერ ახერხებს აღნიშნული მონაცემების სტრატეგიული მიზნებისათვის გამოყენებას. ამასთანავე, ელექტრონული ჟურნალი, მისი არასრული ფუნქციონალიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მიმდინარე რეჟიმში მშობლის წვდომას მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე,”- ნათქვამია ანგარიშში. 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროში არ არის უზრუნველყოფილი მონაცემებზე დაფუძნებული და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. აღნიშნული გამოწვეულია სისტემის ფუნქციონალის ნაკლოვანებებითა (ანალიტიკური ფუნქციონალის არ არსებობა) და არასრულყოფილი ინფორმაციით. არასრულყოფილი ინფორმაციის მიმართულებით, კი იკვეთება ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც აფერხებს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფის პროცესს. კერძოდ, ერთი მხრივ, სისტემის მოდული − eJournal, რომელიც შემუშავებულია, მაგრამ სკოლები მას სრულყოფილად არ იყენებენ და მოდულები, რომელთა არსებობის საჭიროებაც ჯერ არ განუსაზღვრავს სამინისტროს და სისტემის სხვა მომხმარებლებს. 

არასრულყოფილ ინფორმაციასთან, ელექტრონული ჟურნალის დანერგვასთან და სისტემის ფუნქციონალთან დაკავშირებული ნაკლოვანებები კი, თავის მხრივ, გამოწვეულია eSchool სისტემის დანერგვის პროცესთან დაკავშირებულ ხარვეზებთან. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა სააგენტოდან ვერ მოიპოვა აღნიშნული სისტემის შემუშავების გრძელვადიანი გეგმა და სამოქმედო გეგმები. შესაბამისად, სისტემის შექმნის საწყის ეტაპზევე არ იყო განსაზღვრული: 

• სისტემაში საჭირო ინფორმაციისა და ფუნქციონალის მიმართ მოთხოვნები; 
• eJournal-ის დანერგვის დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც გეგმა-გრაფიკს, ასევე პროექტის ხელშემწყობ მექანიზმებს. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის განვითარების სტატუსიდან გამომდინარე სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს განათლების სექტორის სიღრმისეული ანალიზი. არსებული მდგომარეობით, სამინისტრო მეტწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე, შეფასებებსა და დახმარებაზე,- წერია ეფექტიანობის აუდიტის დასკვნაში.

 



BMG

თეგები:
განათლება



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up