ხარვეზიანი რეფორმის ანატომია განათლების სისტემაში - აუდიტის ანგარიში

ხარვეზიანი რეფორმის ანატომია განათლების სისტემაში - აუდიტის ანგარიში

access_time2019-07-12 20:35:25

განათლების რეფორმა დღეს საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მთავრობა განათლების სამინისტროს ბიუჯეტის მკვეთრ ზრდას გეგმავს. რამდენიმე კვირის წინ, IMF-მა საქართველოს მთავრობას მიანიშნა, რომ მხოლოდ საკასო ხარჯების ზრდა განათლების ხარისხის ავტომატურ გაუმჯობესებას არ ნიშნავს და რომ მას ღრმა და დეტალური დაგეგმვა ესაჭიროება.


დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის - eSchool-ის ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ეს სისტემა კრიტიკულ ხარვეზებს შეიცავს რაც მის შედეგად, ქართული ზოგადასაგანმანათლებლო სისტემის ანალიტიკურ შეფასებას თითქმის შეუძლებელს ხდის.


დოკუმენტის მიხედვით, ელექტრონული სისტემა ადმინისტრაციული პროცესების გამარტივების მიმართულებით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, თუმცა არ იძლევა წარმომადგენლობით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა განათლებას იღებენ მოსწავლეები.


“eSchool-ის შექმნამდე, სამინისტროს თითოეული სკოლიდან ცალ-ცალკე უნდა გამოეთხოვა და შემდგომ დაემუშავებინა აღნიშნული ინფორმაცია. შესაბამისად, სისტემის დანერგვითა და ყოველდღიურ პროცესებში გამოყენებით, სამინისტრომ შეძლო გაეზარდა ზემოთ მითითებული პროცესების პროდუქტიულობა.


eSchool სისტემა, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოდულების გარდა, ასევე მოიცავს ელექტრონული ჟურნალის (eJournal) მოდულს, რომლის მიზანია:


• სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა და მართვა;
• დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი;
• შეფასებების ავტომატური კალკულაცია;
• ავტომატური ანგარიშგების წარმოება.



eJournal მოდულის საშუალებით შესაძლებელია ცენტრალურად, ქვეყნის მასშტაბით ერთ სისტემაში აისახოს მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია და შემდგომ მოხდეს მისი დამუშავება,”- წერია ანგარიშში.


აუდიტის დასკვნა:


“არსებული მდგომარეობით შეუძლებელია განათლების სექტორის შეფასებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის − მოსწავლის აკადემიური მოსწრების, ცენტრალურად გენერირება და ჩართული მხარეების მიერ მათზე დროული წვდომა. კერძოდ, eSchool-ის მნიშვნელოვანი მოდული eJournal საჯარო სკოლების მხოლოდ 16%-შია დანერგილი და 2016 წლიდან დღემდე საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს მისი გამოყენება. შესაბამისად, eJournal სკოლების უმეტესობაში დანერგილი არ არის და სამინისტრო ვერ ახერხებს აღნიშნული მონაცემების სტრატეგიული მიზნებისათვის გამოყენებას. ამასთანავე, ელექტრონული ჟურნალი, მისი არასრული ფუნქციონალიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მიმდინარე რეჟიმში მშობლის წვდომას მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე,”- ნათქვამია ანგარიშში.


ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროში არ არის უზრუნველყოფილი მონაცემებზე დაფუძნებული და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. აღნიშნული გამოწვეულია სისტემის ფუნქციონალის ნაკლოვანებებითა (ანალიტიკური ფუნქციონალის არ არსებობა) და არასრულყოფილი ინფორმაციით. არასრულყოფილი ინფორმაციის მიმართულებით, კი იკვეთება ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც აფერხებს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფის პროცესს. კერძოდ, ერთი მხრივ, სისტემის მოდული − eJournal, რომელიც შემუშავებულია, მაგრამ სკოლები მას სრულყოფილად არ იყენებენ და მოდულები, რომელთა არსებობის საჭიროებაც ჯერ არ განუსაზღვრავს სამინისტროს და სისტემის სხვა მომხმარებლებს


არასრულყოფილ ინფორმაციასთან, ელექტრონული ჟურნალის დანერგვასთან და სისტემის ფუნქციონალთან დაკავშირებული ნაკლოვანებები კი, თავის მხრივ, გამოწვეულია eSchool სისტემის დანერგვის პროცესთან დაკავშირებულ ხარვეზებთან. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა სააგენტოდან ვერ მოიპოვა აღნიშნული სისტემის შემუშავების გრძელვადიანი გეგმა და სამოქმედო გეგმები. შესაბამისად, სისტემის შექმნის საწყის ეტაპზევე არ იყო განსაზღვრული:


• სისტემაში საჭირო ინფორმაციისა და ფუნქციონალის მიმართ მოთხოვნები;
• eJournal-ის დანერგვის დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც გეგმა-გრაფიკს, ასევე პროექტის ხელშემწყობ მექანიზმებს.


ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის განვითარების სტატუსიდან გამომდინარე სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს განათლების სექტორის სიღრმისეული ანალიზი. არსებული მდგომარეობით, სამინისტრო მეტწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე, შეფასებებსა და დახმარებაზე,"- წერია ეფექტიანობის აუდიტის დასკვნაში.



BMG





„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up