ხარკოვში მტრის მიერ განადგურებული შენობების აღდგენის პროცესი დაიწყო. ქალაქის მერმა დღეს სამშენებლო ობიექტები მოინახულა.
იგორ ტერეხოვმა მედიას პირობა მისცა, რომ ხარკოვში ახალი მიკრო რაიონები გაშენდება, სადაც ომის დროს დაზარალებული ადამიანები დასახლდებიან.
"ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი ფონდის 30 პროცენტი გაანადგურეს. ძალიან ბევრი სახლი აღდგენას ან რეკონსტრუქციას საერთოდ არ ექვემდებარება. ძალიან ბევრი ახალი შენობა უნდა ავაშენოთ, საუბარია ახალი მიკრო რაიონებზე. ამაში მთელი მსოფლიო გვეხმარება. ყველა ახალ მიკრო რაიონს, ახალ საცხოვრებელს თავშესაფარი ექნება. ასევე საუბარია სკოლებზე და საბავშვო ბაღებზე. როდესაც გყავს ისეთი მეზობელი როგორიც რუსეთია და მით უმეტეს პუტინის რეჟიმი, აუცილებელია მაქსიმალურად გათვალო უსაფრთხოების ზომები. ყველაფერს ავაშენებთ. ყველაფერი ახალი იქნება!", - თქვა იგორ ტერეხოვმა.
წყარო: "მთავარი არხი"