„ხარისხის კუთხით არანაირი განსხვავება არ არის ქართულ და ბევრ უცხოურ კომპანიას შორის“

„ხარისხის კუთხით არანაირი განსხვავება არ არის ქართულ და ბევრ უცხოურ კომპანიას შორის“

access_time2020-01-30 11:30:21

„ზოგადად, ქართული კომპანიების პროექტებში მონაწილეობის პრობლემა წლებია ნომერ პირველია იმიტომ, რომ რეალურად არ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიება, რათა  ავამაღლოთ მათი მონაწილეობა.“  - ინფრასტრუქტურის მშენებლთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებას აფასებს.


მინისტრის განცხადებით, ფონდი ცდილობს, რომ მუნიციპალურ პროექტებში მონაწილეობა მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღოს:


„ვცდილობთ გავზარდოთ პროექტებში ქართული კომპანიების წილი. მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ქართულ და უცხოური კომპანიებსაც. თუმცა ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი. ხარისხი არის მთავარი, რაზეც აქცენტს ვამახვილებთ,“- განაცხადა მინისტრმა.


ანა საბახტარიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული კომპანიების ნაკლები გამოცდილება არ ნიშნავს, რომ მათ ნაკლები სიზუზტითა და ხარისხით შეუძლიათ სამუშაოების შესრულება. პირიქით, ხშირ შემთხვევაში უცხოურ კომპანიებზე მეტ პასუხისმგებლობას იღებენ და მეტ გარანტიასაც იძლევიან.



„კარგია, რომ ამ თემაზე კომუნიკაცია მინისტრთან შედგა. მანამდე იყო აქცენტი, რომ არ აქვთ ჩვენს კომპანიებს გამოცდილება. დღეს იმის იმედი გაჩნდა, რომ სამინისტროს აქვს გარკვეული ხედვები, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ მონაწილეობის ამაღლება. რაც შეეხება ხარისხს, მინისტრმაც აღნიშნა, რომ ხარისხის კუთხით არანაირი განსხვავება არ არის ქართულ და ბევრ უცხოურ კომპანიას შორის. ქართული კომპანია საქართველოში რჩება, მეტ პასუხისმგებლობას იღებს  და მეტ გარანტიას იძლევა. ძირითადი პრობლემა იყო და რჩება გამოცდილება.  ქვეყანას, რომელმაც ახლახანს დაიწყო მსხვილი პროექტების შესრულება, ვერ ექნება შესაბამისი გამოცდილების დოკუმენტაცია დაგროვილი. თუ ქართულ კომპანიას ექნება საშუალება, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, ძალიან კარგი იქნება. - ამბობს ანა საბახტარიშვილი.


კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ ქართული და არამარტო ქართული კომპანიების ტენდერებში მონაწილეობა პროდუქტის გამძლეობის გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რადგან ინფრასტრუქტურულ პროექტების ხარისხს განსაზღვრავს დრო.


„მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტებში ბევრი ქართული კომპანია მონაწილეობს. დიდ პროექტებზე როცაა საუბარი, რომელთა ღირებულება 50 მილიონს სცილდება, ამას ანდობენ უცხოურ კომპანიებს. ინფრასტრუქტურულ პროექტებს განსაზღვრავს დრო. ქართულ კომპანიებს საკმარისად აქვს ჩართულობის საშუალება, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს ასეთი, პროექტის ღირებულება უნდა განისაზღვროს დროის ხანგრძლივ მონაკვეთში. ტენდერებში მონაწილე უნდა იყოს პასუხისმგებელი რომ მისი პროდუქტის 10, 15 და 20 წლის განმავლობაში გაძლებს“ - ამბობს პაატა ტრაპაიძე.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up