ხარისხიანი სათესლე მასალები - უკეთესი წარმოებისთვის

ხარისხიანი სათესლე მასალები - უკეთესი წარმოებისთვის

access_time2016-04-12 17:00:59

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ახალ ლაბორატორიაში, რომელიც სოფელ წილკანში მდებარეობს, ხორბლისა და სხვა სათესლე მასალების ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.

 


,,ლაბორატორია თავისი ახალი აღჭურვილობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თესლის სერტიფიცირების სისტემის განვითარებისთვის. მას ასევე მაღალი ღირებულება აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კუთხით. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და საქართველოში ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის სათესლე მასალა'' - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის უფროსმა ნოდარ ხატიაშვილმა.

 


სათესლე მასალის კვლევითი ლაბორატორიის რეაბილიტაცია და შესაბამისი აღჭურვა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია FAO-ს პროექტის, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს თესლის სერტიფიცირების სისტემის განვითარებაში ეხმარება. ეს სისტემა განიხილება, როგორც ერთ-ერთ ძირითადი საყრდენი და ხელშემწყობი ფაქტორი, თესლის წარმოების გაზრდისა და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გააუმჯობესების კუთხით.

 



თესლის სერტიფიცირების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა. FAO და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თესლის შესახებ კანონის სრულყოფაზეც მუშაობენ. კანონპროექტი მზადაა და საქართველოს პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება დასამტკიცებლად.
თესლის სერტიფიცირების სისტემის მხარდასაჭერად, FAO-ს ინიციატივით არაერთი ღონისძიება განხორციელდა: ნებაყოფლობითი სერთიფიკაციის პროგრამა თესლის მწარმოებლებისთვის, ტრენინგები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის, სასწავლო ტურები გიუმრის სანაშენე ინსტიტუტსა და ანკარაში.

 


,,FAO-ს ტექნიკური დახმარების პროექტის მთავარი მიზანია, თესლის სერტიფიცირების სისტემის ხელშეწყობით, საქართველოში სათესლე მასალების წარმოების მდგრადი განვითარება'' - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა. ,,მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული თესლის გამოყენება წარმოების განვითარებას განაპირობებს, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების საარსებო გარემოს გაუმჯობესებას და ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალის ზრდას".

 


პროექტი 2016 წლის აპრილში პრაქტიკული ტრენინგით დასრულდება. FAO-ს ექსპერტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს თესლის ტესტირების უახლეს მეთოდებს შეასწავლიან. პროექტს ავსტრიის მთავრობა აფინანსებს.

 

 




BAG ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ

BAG ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ
access_time2019-11-15 14:00:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ. შეხვედრის ფარგლებში BAG-იმ გააცნო ექსპერტებს თავიანთი შენიშვნები, ხედვები და რეკომენდაციები ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვაზე, სტაჟირების დაქვემდებარებაზე შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი, ასევე საუბარი შეეხო ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირებების საკითხებს,...

„წინა ხელისუფლების დროს ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო“

„წინა ხელისუფლების დროს  ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო“
access_time2019-11-15 14:30:27
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად ადვოკატებმა არჩილ თაბაგარმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრმა კახა კოჟორიძემ, ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობების შესახებ ისაუბრეს. “ნასყიდობის დროს ნებისმიერ გარიგებას მოჰყვება იურიდიული შედეგები ხელშეკრულების მხარეებისთვის, ბათილობა კი გულისხმობს ამ შედეგების გაუქმებას და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას. მაგალითად, თუ გარიგება არის ნასყიდობასთან ან...

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა
access_time2019-11-15 13:45:46
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.07%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 65, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 58 ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“
access_time2019-11-15 12:30:06
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ მცირედ დოლარიზებული ეკონომიკა და ვართ დამოკიდებული ლარის კურსზე. ლარის კურსის ცვლილების ადაპტირება ფასში ვერ ხდება, დროში ჭიანურდება  ეს პროცესი და კომპანიები ზარალდებიან, ისინი ვერ ახდენენ კურსის ზუსტ ფასში ასახვას და იმ ზარალის კომპენსირებას რაც აქვთ. დევალვაციის მიზეზი იყო საგარეო შოკი, თუმცა...

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად იყიდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად  იყიდა
access_time2019-11-15 11:30:16
ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ელექტროსადგურის მყიდველი „საქართველოს ქარის კომპანიაა”, რომლის მესაკუთრე სს „საქართველოს კაპიტალია”.ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს.  გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40...


მსგავსი სიახლეები

up