„ხარისხიანი და ხარჯეფექტური მომსახურება საქართველოში უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს და არა თურქეთში“

„ხარისხიანი და ხარჯეფექტური მომსახურება საქართველოში უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს და არა თურქეთში“

access_time2020-12-16 11:00:08

„ხარისხიანი და ხარჯეფექტური მომსახურება საქართველოში უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს. სწორედ ამაზე უნდა ზრუნავდეს მინისტრი და ეს უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი“, - ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძე ახლად გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს საშუალება მიეცემა თურქეთში მიიღოს ხარჯეფექტური მომსახურება. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეისწავლა მოქალაქეების საჭიროებები, თუ რის გამო მიმართავდნენ ისინი უცხო ქვეყნებს, სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის არსებული კომერციული ტარიფი გაუთანაბრდებდეს თურქულ ტარიფს.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა,ეკატერინე ტიკარაძე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სამკურნალოდ თურქეთში უნდა გზავნიდეს თუ ზრუნავდეს იმაზე, რომ საქართველოში ჯანდაცვის პოლიტიკა გააუმჯობესოს. არის თუ არა მინისტრის ინიციატივა აღიარება, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები, თურქეთში სამკურნალოდ იმიტომ მიდიან, რომ ხარისხი არ აკმაყოფილებთ ან ქვეყანაში რაღაც მომსახურებები არ არსებობს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ამ მიზეზებს უნდა ებრძოდეს, ამ მხრივ კი სერგო ჩიხალიძის თქმით, ტიკარაძის უწყება არაფერს აკეთებს. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, პაციენტებს საზღვარგარეთ უწევთ წასვლა, თუმცა მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე, რომ დასულიყო ამ კუთხითაც ბოლო წლების განმავლობაში ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. სერგო ჩიხლაძეს აინტერესებს რატომ არ შეიძლება შესაბამისი მომსახურება მოქალაქეებმა საქართველოში მიიღონ.

 


„ეკატერინე ტიკარაძე, როდესაც მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, მისი ერთ-ერთი პირველი განცხადებით ონკოლოგიურ პაციენტებს თურქეთში მკურნალობისკენ მოუწოდა, ეს არი არის მისი პირველი განცხადება საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების დეტალები ვერ მოვიძიე, მაგრამ განცხადების პათოსი იყო, რომ საქართველოს მოქალაქე თურქეთში ბევრად უფრო ხარჯეფექტურ მომსახურებას მიიღებენ. რატომ არ შეიძლება შესაბამისი მომსახურება საქართველოში მიიღოს, ეს ცოტა გაურკვეველია.ქვეყანაში სწორი პრიორიტეტების გატარებაა საჭირო, მეცხრე წელია ეს ხელისუფლებაა მთავრობაში და დღემდე ვერ მოგვარდა ხარჯეფექტურ მკურნალობის ადგილზე ორგანიზება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჯანდაცვის კუთხით სრული ჩავარდნაა. ამას ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, საქართველოში სისტემაა არასწორად აწყობილი. თუ ქვეყანაში რამე სერვისი არ არსებობს და ადამიანი საზღვარგარეთ მიდის, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, დაფინანსება უნდა უზრუნველყოს, მაგრამ პირველ რიგში პრიორიტეტი უნდა იყოს ადგილზე ხარისხიანი სერვისების მიწოდება. ხარისხის გაუმჯობესებაზე არავინ არ ზრუნავს, ერთიანი ხარისხის სტანდარტის შექმნაზე არ არის სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული. მიუხედევად 3 ჯერ გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტისა პრობლემები არ მოგვარდა. წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტ ფულს ვხარჯავთ, მაგრამ იმ შედეგზე ვერ გავდივართ რა რაოდენობის დანახარჯებიც გვაქვს. ეს ეხება სერვისსაც, ხარისხსაც და ადამიანურ რესურსსაც“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

სერგო ჩიხლაძეს მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა უნდა იზრუნოს, რომ საქართველოში განვითარდეს კონკრეტული მიმართულებები და რათა მოქალაქეებმა მაღალი ხარისხის მომსახურებები ადგილზე მიიღონ.

 

 

„რატომ იქნება მომსახურება ხარჯთეფექტური? თურქები რატომ დაიკლებენ შემოსავალს? ცოტა ეჭვს იწვევს ეს განცხადება, არ ვიცი რა პათოლოგიებს შეეხება მინისტრის ეს განცხადება, ასევე საინტერესოა რომელ კლინიკებზეა საუბარი, რადგან თურქეთში ისევ, როგორც საქართველოში არის კარგი კლინიკები, მაღალი კლასის კლინიკები და ასევე ცუდი კლინიკებიც .  ჩვენ გვქონდა შანსი, რომ გავმხდარიყავით კავკასიის სამედიცინო ჰაბი, მაგრამ შანსი არ გამოვიყენეთ. ზუსტად ასეთმა დამოკიდებულებამ შეუშალა ამ პროცესს ხელი - ფული წავიდა უცხოეთში, იქაც კარგად „იჭრებოდა“ ფული და აქაც. იყო ასეთი პაციენტების გადასროლა, იგივე თანხა რომ აქ დახარჯულიყო, რა თქმა უნდა ჩვენი ინფრასტრუქტურა განვითარდებოდა. ჩემი აზრით, რობოტი პეპერის მგავსად ამჯერადაც რაღაც არასწორს აკეთებენ, დაზუსტებით რომ ვისაუბრო მჭირდება საბუთები კონკრეტულად რას გულისხმობს პროგრამა. ყოველ შემთხვევაში მე ვეცდებოდი, რომ აქ განმევითარებინა კონკრეტული მიმართულებები, თურქეთში მკურნალობა  რატომ უნდა დავაფინანსოთ არ მესმის. ვისი ფული გავა ქვეყნიდან? ჩვენი ფული, ფული რომელიც შეიძლება საქართველოში დარჩენილიყო“, განმარტავს ვატო სურგულაძე.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up