ხარისხიანი აქტივი ავსებს განახლებადი ენერგიის პორტფელს - გილაური

ხარისხიანი აქტივი ავსებს განახლებადი ენერგიის პორტფელს - გილაური

access_time2019-11-15 19:15:11

ჯორჯია კაპიტალს ქართლის ელექტროსადგურის შესყიდვა $31.8 მლნ უჯდება. Georgia Capital PLC-მ დღეს სს ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი იყიდა. ჯგუფი $14.4 მილიონს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხდის, $17.4 მილიონიან სესხს გადაიბარებს.


აუდირებული ფინანსური ანგარიშის შესაბამისად, კომპანიის ჯამური აქტივების ღირებულება 2018 წლის 31 დეკემბრისთვის $31 მილიონადაა შეფასებული, ამავე პერიოდისთვის კი კომპანიამ $4 მილიონის EBITDA გამოიმუშავა. 50.1%-ს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ფლობს 49.9%-ს ნავთობის და გაზის კორპორაცია ყიდის.


20.7 მგვ ქართლის ქარის ელექტროსადგური ერთადერთია საქართველოში, რომელიც 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. მისი ღირებულება ჯამში $34 მილიონი იყო, საიდანაც $24 მლნ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი, ხოლო $10 მლნ კი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დააფინანსა.


Georgia Capital-ის თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით მაღალი ხარისხის აქტივის შეძენა, რომელსაც დოლართან დაკავშირებული ძლიერი ფულადი სახსრების ნაკადები გააჩნია, ავსებს მათ განახლებადი ენერგიის პორტფელს, საშუალო ვადიანი მიზნის მისაღწევად.



კომპანიის ცნობით, 2020 წლისთვის, მოსალოდნელია, რომ ელექტროსადგური განახლებადი ენერგიის ბიზნესს $4 მილიონის EBITDA-ს შემატებს, 85 გგვტ.სთ-მდე წლიური გენერაციით. უკუგება ინვესტირებულ კაპიტალზე კი ($-ში) მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 12% იქნება.


ელექტროსადგურს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გარანტირებული შესყიდვის ფასი გააჩნია, $65/მგვტ.სთ.


შესყიდვის შედეგად, ჯგუფის განახლებადი ენერგიის ბიზნესი 91 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს გააერთიანებს.


gbc.ge





"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

access_time2020-04-01 12:30:33
„ვენდის“ და „ დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს. როგორც უკვე იცით, „ვენდიმ“ და „დანკინმა“ გაითვალისწინა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციები და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადავიდა. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა"...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2587 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3300 ლარი ღირს
access_time2020-04-01 12:45:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2587-ით დაიწყო, 12:45 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.2587-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2300 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა...

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა

კომპანია „სფეის კარგო“ ბრაზილიის სამიტზე ქართული ღვინით წარსდგა
access_time2020-04-01 11:30:38
კომპანია„სფეის კარგო“ სამხრეთ-ამერიკული ლოგისტიკური ქსელის წევრი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან. კომპანია ახორციელებს ტვირთებისა და ამანათების იმპორტსა და ექსპორტს 300-ზე მეტი მიმართულებით. ამანათები ჩინეთიდან, ამანათების ტრანსპორტირება ამერიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვები- ეს კომპანიის ძლიერი მხარეა. 11, 12 და 13 მარტს „სფეის...

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო
access_time2020-04-01 11:48:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო...

„არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“ - პაატა შურღაია

„არ უნდა მოვთხოვოთ ახლა სახელმწიფოს ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“ - პაატა შურღაია
access_time2020-04-01 11:30:22
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში "ბიზნესმენის დილა" აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის Grant Thornton Georgia-ს პარტნიორმა პაატა შურღაიამ, იმ გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ ისაუბრა,რომლის წინაშეც დღეს საქართველოა. პაატა შურღაიას თქმით, მნიშვნელოვანია,რომ სახელმწიფომ კორონავირუსის პანდემიის ჩავლის შემდეგ, ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ,ტექნოლოგიური მიმართულებით ქვეყნის განვითარების გზებზე...


მსგავსი სიახლეები

up