ხარჯების შემცირების მიზნით Credit Suisse თანამშრომელთა 10%-ით შემცირებას გეგმავს

ხარჯების შემცირების მიზნით Credit Suisse თანამშრომელთა 10%-ით შემცირებას გეგმავს

access_time2022-09-02 20:00:03

შვეიცარიიის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse ხარჯების შემცირების მიზნით მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავის 5000 თანამშრომლის ანუ მთლიანი რაოდენობის 10%-ის დათხოვნას გეგმას, – წერს შვეიცარიული პორტალი swissinfo.ch.


პორტალის თქმით, სამუშაო ადგილების პოტენციური შემცირების მასშტაბი განპირობებულია სკანდალების მთელი რიგით და მზარდი იურიდიული ხარჯებით.


27 ივნისს, შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ Credit Suisse დამნაშავედ სცნო ბულგარული კოკაინით მოვაჭრე ბანდის ფულის გათეთრების საქმეში და იგი 2 მლნ შვეცარიული ფრანკით (1 $ = 0,9594 შვეიცარიულ ფრანკს) დააჯარიმა. ბანკი განაჩენს ასაჩივრებს.



სააგენტო „როიტერის” ინფორმაციით, Credit Suisse-მა აპრილიდან ივნისამდე პერიოდში ბანკმა, გაზრდილი იურიდიული ხარჯების გამო, 1,59 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ზარალი დაფიქსირა და აქედან მისი საინვესტიციო ბანკის ზარალი 1,12 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი იყო. 2022 წელი „გარდამავალ წლად” გამოაცხადა და აღნიშნა, რომ განახორციელებს საინვესტიციო-საკონსულტაციო ბანკში რისკების შემცირებისა და მენჯმენტის გაძლიერებისაკენ მიმართულ რესტრუქტურიზაციას. ბანკმა უარყო ხმები მისი გაყიდვის ან დანაწევრების შესახებ.




Credit Suisse-მა ადრე უკვე განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ხარჯების 16,8 მილიარდი შვეიცარიული ფრანკიდან 15,5 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკამდე შემცირებას გეგმავს.



„როიტერი” აღნიშნავს, რომ Credit Suisse-ის აღმასრულებელ დირექტორი დაახლოებით ერთი თვის წინ შეიცვალა და ულრიხ კიორნერის დანიშვნას სკანდალებთან ერთად ბანკის აქციების 40%-იანი შემცირებაც უძღოდა წინ.



აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-მა უფრო მეტი რაოდენობით თანამშრომელი 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს დაითხოვა. 2008 წლის დეკემბერში, წინა ორი თვის განმავლობში 2,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ზარალის მიღების შემდეგ, Credit Suisse-მა განაცხადა, რომ დაითხოვდა 5300 კაცს ანუ თანამშრომელთა 11%-ს. იმ დროისთვის ბანკს უკვე ჰყავდა დათხოვნილი 1800 თანამშრომელი.



შეგახსენებთ, რომ ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ თაღლითობისა და ანგარიშების არასწორად მართვის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიუღებლობის გამო და დაავალდებულა იგი მიყენებული ზარალის სანაცვლოდ 42 დღის განმავლობაში გადაიხადოს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 607,35 მილიონი დოლარი


წყარო: https://ipress.ge

თეგები:
Credit Suisse



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up