ხარჯები გაიზარდა და ფართებიც გაძვირდება - სამშენებლო სექტორში ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტის პირველადი შედეგები

ხარჯები გაიზარდა და ფართებიც გაძვირდება - სამშენებლო სექტორში ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტის პირველადი შედეგები

access_time2017-07-11 09:26:06

სამშენებლო სექტორში ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან 7 თვეში კერძო სექტორი უკვე კონკრეტულ შედეგებზე საუბრობს. როგორც ცნობილია, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი,რომლის ფარგლებში არქიტექტორი ვალდებულია პროექტი ისე დააპროექტოს, რომ განსაზღვრული იყოს მაგალითად, ოთახის ფართიდან გამომდინარე კარის ზომა გარკვეული სტანდარტებით. ასევე აუცილებელია გასავლელი კორიდორების ფართის სტანდარტების დაცვა, რათა ხანძრის დროს ევაკუაცია უპრობლემოდ მოხდეს.

 

დეველოპერების ნაწილი დღეს აცხადებს, რომ აღნიშნული რეგლამენტის ამოქმედებამ მშენებლობა მეტნაკლებად, მაგრამ მაინც გააძვირა. დეველოპერული კომპანია „რედკოს პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაურის ინფორმაციით, ამოქმედებულმა უსაფრთხოების ნორმებმა კანონში ბევრი სხვა ისეთი რეგულაცია გაწერა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ამ ფაქტმა კი დეველოპმენტში გასაწევი ხარჯები გაზარდა.

 

საუბარია, მაღალი ხარისხის და სტანდრატების სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟზე, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსებში. „ისეთი მასალები,როგორიც არის მაქრობი სისტემები საკმაოდ ძვირი ღირს. შესაბამისად, ეს აძვირებს ქონებას, რომლის შემდეგაც მისი რეალიზაცია გართულდება. ამ დროისთვის ახალი ნორმით დაპროექტებები ხდება, შესაბამისად, კალკულაცია ახლა დგება. უძრავ ქონებაზე ფასი გაიზრდება, თუმცა, რამდენით, ჯერ არ ვიცი-აცხადებს კუნელაური.

 


სამშენებლო კომპანია „ივერონის დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი განმარტავს, რომ ამოქმედებულმა ტექნიკურმა რეგლამენტმა გავლენა ჯერ ვერ მოახდინა, თუმცა, სამომავლოდ, შესაძლოა, უძრავი ქონების ფასი მცირედით გაიზარდოს. ჯაყელი აცხადებს, რომ ადგილზე მაქრობი მასალები შედარებით ძვირია,მისი იმპორტი კი უძრავ ქონებაზე ფასს ხელშესახებად არ გაზრდის.

 

„ ამ დროისთვის ახალ პროექტს ვაპროექტებთ, შესაბამისად, კალკულაცია ახლა ხდება. ის, თუ რამდენით გაძვრიდება უძრავი ქონება, უცნობია-აცხადებს ჯაყელი.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up