აუდიტის დასკვნით, ხარაგაულში, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი საერთოდ არ დასრულებულა

აუდიტის დასკვნით, ხარაგაულში, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი საერთოდ არ დასრულებულა

access_time2020-02-10 16:30:46

„ხარაგაულში, ინფრასტრუქტურული ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა დაგვიანებით ან საერთოდ არ დასრულებულა“-ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტშია მითითებული.


დოკუმენტის თანახმად, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, გააფორმა 56 ხელშეკრულება, 6 ჯამური ღირებულებით − 15,254.9 ათასი ლარი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის პროცესი განხორციელდა ხარვეზებით, კერძოდ, ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა დაგვიანებით ან საერთოდ არ დასრულებულა. ამასთანავე, ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობა 2018 წელს მნიშვნელოვნად არის გაუარესებული 2017 წელთან შედარებით. პროექტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში:



ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების შესახებ.


აუდიტის ჯგუფმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა 2017-2018 წლებში მოწყობილი პროექტები. გამოვლინდა, რომ 5,208.3 ათასი ლარის ღირებულების საგზაო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ და აღენიშნებოდა დაზიანებები. აღნიშნული ხარვეზები გამოწვეულია მუნიციპალიტეტის მხრიდან მიღებული არაეფექტიანი გადაწყვეტილებებით, კერძოდ, პროექტების დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლის ეტაპები არ არის წარმართული იმგვარად, რომ სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანად და დროულად.


2018 წლის 13 აპრილს, მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ამხანაგობა „ნიუ გრუფთან/NEW GROUP“,7 სოფელ უბისაში ბეტონის გზის მოწყობისათვის. 2019 წლის 25 თებერვალს მერიამ ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები ღირებულებით − 112.3 ათასი ლარი. 2019 წლის 11 ივლისს, აუდიტის ჯგუფმა, მერიის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა აღნიშნული ობიექტი. შედეგად გამოვლინდა, რომ გზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია, მათ შორის, გარკვეულ მონაკვეთზე საერთოდ არ შეინიშნება ბეტონის საფარი.





პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გზა დაზიანდა 2019 წლის მარტში. აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის გზატკეცილის უბისა-შორაპნის (F3) მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები. ახლადმოწყობილი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი მოექცა სამშენებლო არეალში და ტერიტორიის მოსწორების დროს დაიფარა მიწით, ასევე მასზე უნდა მოეწყოს მაგისტრალის ხიდის ბურჯები.



დარჩენილი გზის გარკვეული მონაკვეთები დაზიანებულია მძიმე ტექნიკის გადაადგილების შედეგად. საკითხის შესწავლით გამოვლინდა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილით მერიას 2018 წლის 31 ოქტომბერს ეთხოვა პროექტის შეთანხმება, რაც იმავე წლის  8 ნოემბერს, განხორციელდა მერის ბრძანების საფუძველზე. სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ სამუშაოთა წარმოების ჟურნალების ჩანაწერების შესწავლით გაირკვა, რომ ამ დროისთვის ობიექტზე შეტანილი იყო 300 კუბ.მ ქვიშა-ხრეში და დაგებული იყო მხოლოდ 7 კუბ.მ ბეტონი.


სამუშაოების ძირითადი ნაწილი10 ჩატარდა 2018 წლის 8 ნოემბრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მერიისთვის ცნობილი იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის მშენებლობის შესახებ. დასკვნა აუდიტის მიმდინარეობისას აღნიშნული გზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მერიამ არასათანადოდ წარმართა გზის მოწყობის სამუშაოები, რადგან ცნობილი გახდა რა მისთვის ინფორმაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე მაგისტრალის მშენებლობის შესახებ, მას უნდა შეეწყვიტა სამუშაოები. ამით, მუნიციპალიტეტი თავიდან აიცილებდა მნიშვნელოვანი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან ხარჯვას.


2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ განხორცილებული 56 შესყიდვიდან შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები გაზრდილია 33 შემთხვევაში, მათ შორის დაუსაბუთებლად 19 შემთხვევაში. მათგან 15 − ვერც გაზრდილ ვადაში დასრულდა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ვადების ცვლილების მიზეზად ძირთადად დასახელებულია სახარჯთაღრიცხვო ცვლილებები, არახელსაყრელი კლიმატური პირობები და ცუდი რელიეფი. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ვადის გადაწევის საჭიროება ცალკეული ხელშეკრულებისათვის. შედეგად გამოვლინდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში მიწოდების ვადების ზრდა სათანადოდ არ არის არგუმენტირებული. კერძოდ, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ფორსმაჟორულ სიტუაციას. მოსალოდნელი კლიმატური პირობებისა და საშუალო სტატისტიკური ნალექიანი ამინდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ცნობილი იყო როგორც შემსყიდველის, ასევე მიმწოდებლისათვის. შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადები ძირითად გაზრდილია დაუსაბუთებლად, მაგალითად:


• 2017 წლის 16 ივნისს, მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „მიმდემს“, სოფელ ვახანში ბეტონის გზის მშენებლობისათვის, ღირებულებით 460.0 ათასი ლარი. 13 სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 14 ოქტომბერი. ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდების ვადა გაიზარდა 2-ჯერ და საბოლოოდ განისაზღვრა 2017 წლის 20 დეკემბერი. პირველად, მიწოდების ვადა გაიზარდა 47 დღით და მიზეზად მოყვანილია რთული რელიეფი. მეორედ მიწოდების ვადა გაიზარდა 20 დღით. კომპანიამ წერილობით მოითხოვა ვადის გადაწევა, რადგან ვერ ხერხდებოდა ახალდაგებულ გზაზე ტექნიკის გადაადგილება გვერდულების მოსაწყობად, ასევე შეთანხმდა გაუთვალისწინებელი ხარჯის ფარგლებში სამუშაოების ჩატარება. ვადის გადაწევა არცერთ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული, რადგან სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მონაწილეს/პრეტენდენტს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა დაეთვალიერებინა შესასრულებელი ობიექტი, გადაეღო სურათები და აეტვირთა შესყიდვების სისტემაში, შესაბამისად, რელიეფის შესახებ კომპანიისთვის ცნობილი იყო წინასწარ. ამასთანავე, სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწოდების ვადაში ისედაც იყო გათვალისწინებული გვერდულების მოწყობა და გაუთვალისწინებელი ხარჯის ფარგლებში სამუშაოების შესრულება. ამდენად, აღნიშნული მიზეზებით ვადის გადაწევა არაობიექტურია.


• 2018 წლის პირველ მაისს, მერიამ გააფორმა ხელშეკრულება ამხანაგობა „ნიუ გრუფთან/NEW GROUP“, სოფელ დეისის გზის რეაბილიტაციისათვის ღირებულებით 531.9 ათასი ლარი. 14 მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 27 ოქტომბერი. ხელშეკრულებაში ვადის ზრდისთვის ცვლილება შევიდა 2-ჯერ და საბოლოო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 დეკემბერი. პირველად მიწოდების ვადა გაიზარდა უამინდობის მოტივით, 32 კალენდარული დღით, 2018 წლის 28 ნოემბრამდე.


26 ნოემბერს მიმწოდებელმა კვლავ მიმართა მუნიციპალიტეტს ვადის გადაწევის მოთხოვნით, რადგან გზის სიგანე ყველგან 4 მეტრი არ გამოდიოდა, 15 ეკონომიით და გაუთვალისწინებელი ხარჯებით გადაწყდა დამატებითი გზის მოწყობა, რის გამოც ვადა გადაიწია ერთი თვით - 2018 წლის 30 დეკემბრამდე.


აღსანიშნავია, რომ მერიის მხრიდან ვადის გადაწევა ხორციელდებოდა დაუსაბუთებლად, არაობიექტური მიზეზებით, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ფორმა №2 და ხელშეკრულების შესრულება 0% იყო.


მიმწოდებელმა ვერც ახალ ვადაში დაასრულა სამუშაოები და ხელშეკრულება შეწყდა მიწოდების ვადის გასვლიდან 8 თვის შემდეგ - 2019 წლის სექტემბერში აუდიტის მიმდინარეობის დროს. თუკი მუნიციპალიტეტი აღნიშნული 19 ხელშეკრულების ფარგლებში ვადებს არ გადასწევდა დაუსაბუთებელი და არაობიექტური მიზეზებით, მიმწოდებლებისათვის დარიცხული საჯარიმო თანხა ვადების დარღვევისათვის იქნებოდა 259.1 ათასი ლარი.


 დასკვნა


მუნიციპალიტეტი სათანადოდ არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას და არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად. სამუშაოების დასრულების ვადები, ხშირ შემთხვევებში, გაზრდილია დაუსაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გაუარესებულია ხელშეკრულების პირობები. მუნიციპალიტეტს, სუბიექტური ფაქტორების გამო, არ უნდა გაეზარდა სამუშაოების მიწოდების ვადა და მიმწოდებლებზე უნდა გაევრცელებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები.



სოფო ქსოვრელი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up