ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მდინარე ჩხერიმელამ, ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან, დამცავი კედელი ჩამოშალა და ელექტროენერგიის გადამცემ ორ საყრდენს ძირი გამოუთხარა.
მომხდარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება 400-მდე აბონენტს შეუწყდა, თუმცა აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და დღის ბოლომდე ენერგომომარაგება სრულად აღდგება.
Imedinews