ხარაგაულში 100 მლნ წლის წინანდელი გიგანტური მოლუსკები აღმოაჩინეს

ხარაგაულში 100 მლნ წლის წინანდელი გიგანტური მოლუსკები აღმოაჩინეს

access_time2019-11-19 23:40:34

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში, გზის მშენებლობისას, მსხვილმარცვლოვან გლაუკონიტიან ქვიშაქვებში ქვედა ცარცული პერიოდის (დაახლოებით 100-113 მილიონი წლის წინანდელი) ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები — ამონიტები აღმოაჩინეს.

 

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მოწვევით, ნამარხების დასათვალიერებლად სოფელ ლაშეში ჩავიდნენ პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი თენგიზ მეშველიანი, გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდის მთავარი კურატორი რუსუდან ჩაგელიშვილი და ფონდის მეცნიერთანამშრომელი, გეოლოგი და პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი.

 

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოჩენილი მოლუსკები ადგილზე დაათვალიერა. ქანების აღების შემდეგ კი დადგინდა, რომ ნამარხები ქვედა ცარცულ პერიოდს ეკუთვნის.


ცარცული პერიოდი 135-137 მილიონი წლის წინ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ წელიწადს გრძელდებოდა.


ადრინდელი ცარცული ეპოქის ხმელეთის ფლორაში ჭარბობდა გვიმრანაირები და შიშველთესლიანები. გაჩნდა პირველი ფარულთესლიანები, რომლებიც ეპოქის ბოლოს გაბატონდნენ. ხერხემლიანთა ფაუნაში ყველაზე მეტად იყვნენ გავრცელებული ქვეწარმავლები (დინოზავრები და მფრინავი ხვლიკები); გაჩნდა პირველი პლაცენტიანი ძუძუმწოვრები. ზღვის უხერხემლოთა ფაუნაში ჭარბობდნენ მოლუსკები, განსაკუთრებით ამონიტები და ბელემნიტები. ცარცული პერიოდის ბოლოს ამოწყდა ამ პერიოდისათვის და საერთოდ მეზოზოური ერისათვის დამახასიათებელი ცხოველების რამდენიმე ჯგუფი — ამონიტები, ბელემნიტები, რუდისტები, დინოზავრები, მფრინავი ხვლიკები და სხვა ცხოველები.





გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსგრესიის (ხმელეთზე ზღვის თანდათანობითი შეჭრა) შედეგად ზღვამ მოიცვა აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალის ბაქნების ვრცელი ფართობები. ამ პერიოდში დედამიწის მრავალ ადგილას აღინიშნება მძლავრი ვულკანიზმი.

 

სწორედ ამ პერიოდისაა სოფელ ლაშეში აღმოჩენილი ამონიტები. მეცნიერთა განცხადებით, აღმოჩენის ადგილი კერძო საკუთრებაა და სავარაუდოდ, ნგრევას ვეღარ გააგრძელებენ.


აღსანიშნავია, რომ ცარცული სისტემის ნალექები ყველა კონტინენტზეა გავრცელებული.

ხარაგაულის მერიის ცნობით, აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.


1tv.ge




„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up