სავაჭრო დაწესებულებებისა და სასტუმროების ხანძრების ქრონიკა - დივერსია თუ შემთხვევითობა?

სავაჭრო დაწესებულებებისა და სასტუმროების ხანძრების ქრონიკა - დივერსია თუ შემთხვევითობა?

access_time2019-06-10 09:00:20

გახშირებული ხანძრები თბილისში და საქართველოს რეგიონებში - დივერსია თუ შემთხვევითობა? ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხანძარი იყო რუსთავის ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „რეზიდენსში“, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „ხინკლის სახლში“, სამი დღის წინ ხანძარი იყო ლილოში მდებარე ბაზრობა „ჩაინა ლილო სითიში“.


როგორც ცნობილია ყველა ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული ასეთ მასშტაბურ ხანძრებს , როგორ დასრულდა ან რა სტადიაზეა გამოძიება, გამოიკვეთა თუ არა დანაშაულის მიზეზები და დადგა თუ არა კონკრეტული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.   აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი გთავაზობთ ბოლო ორი წლის განმავლობაში მასშტაბური ხანძრების ქრონოლოგიას:


2017.12.25 –სასტუმრო „რუმს თბილისში“.ხანძარი მე-5 სართულის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა, სადაც განთავსებულია საკომუნიკაციო და სავენტილაციო შახტები და გამწოვები. სასტუმროს საცხოვრებელ ნომრებში ხანძარი არ ყოფილა. დაიწვა დაახლოებით 180 კვმ ფართობი. არავინ დაშავებულა.


2017.01.30 ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაზარალდა.


2017.07.02 „ელიავას ბაზრობაზე“ ხანძარი. ცეცხლი 2500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და ბაზრობის პირველი სექტორი სრულად დაიწვა.


2017.11.24 - ბათუმი, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი. შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-მდე პირი დაშავდა. საქმეზე ორი პირია დაკავებული.


2018-02-21 დიდუბეში, ე.წ კიროვის ქარხანაში ხანძარი. ცეცხლი ლეიბების საწყობში გაჩნდა.


2018.02.27 შპს „ქალაქის გულის“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ხანძარი, რომლის შედეგადაც, კომპანია და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები დაზარალდნენ. დაიწვა, დაახლოებით, 5 000 კვ. მ ფართობი.


2018-04-19-ორთაჭალა, მეიდანი, რესტორანი „მაჭახელა“. ხანძარი რესტორნის მესამე სართულზე გაჩნდა.


2018-08-05 ბათუმი, ტექნიკის მაღაზია ტექნობუმში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 250 კვადრატული მეტრი ფართობი და ამავე ტერიტორიაზე არსებული ტექნიკა დაიწვა. როგორც მაღაზიის მეპატრონემ,ემზარ ქოქოლაძემ განაცხადა, ზარალის ოდენობა მილიონ ლარს აჭარბებდა. მისივე თქმით, ხაძარი სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


2018-09-14-თბილისში, მეტრო დიდუბის მიმდებარედ, ერისთავის №1-ში ხანძარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი კიროვის სახელობის ქარხანაში, ავეჯის საამქროს 300 კვადრატამდე ფართს ცეცხლი გაუჩნდა.



2018-10-06-ელიავას ბაზრობაზე აგლაძის ქუჩაზე რკინის საამქროში ხანძარი.


2018-10-21-მოსკოვის გამზირზე კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოში საბურავებსა და პენოპლასტს ცეცხლი გაუჩნდა. დაიწვა დაახლოებით, 100კვ. ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


2019.01.02 - ხანძარი რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ,,ლურჯ მარკეტში. მეხანძრეებს მის ჩასაქრობად 6 საათი დასჭირდათ.


2019-01-09 ხანძარი თბილისი მოლის პარკინგზე, სადაც ავტომანქანა დაიწვა.


2019-02-14 სადგურის მოედანზე ხანძარი. დაიწვა 150 კვ.მ. ფართი, სადაც მეორადი ტანსაცმელებისა და სარეცხი საშუალებების საწყობი იყო.


2019-03-10-ნავთლუღში ხანძრის შედეგად 40 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.ცეცხლი შერეული ტიპის, ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


2019-03-22 კოსტავას ქუჩაზე სასტუმროში ხანძარი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.


2019-04-14 -რუსთაველის გამზირზე „ხინკლის სახლში“ ხანძარი, რომელიც სამზარეულოში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


2019-03-31 ბაკურიანი, სასტუმრო „რეზიდენსი“  დაიწვა დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


2019-05-07 რუსთავის ცენტრში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა სუპერმარკეტის სამზარეულოს ბლოკში ფიქსირდებოდა. შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანებაც. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი მალევე ლოკალიზდა.


 2019-06-07 -ლილოში, ე.წ. ჩინელების ბაზარში . დამწვარია დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი და პროდუქციის ნაწილი.


აქედან ყველაზე მასშტაბური ხანძარი ბავშვთა სამყაროში იყო. დაწვიდან ორი წლის შემდეგ, მისი დამფუძნებელი გიორგი მაჭავარიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საგამოძიებო პროცესები ორი წლის განმავლობაში გრძელდება, თუმცა დამნაშავეების ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია. „პროკურატურას აქვს ჩვენს მიმართ დაუდევრობაზე აღძრული საქმე და სასამართლო არ დასრულებულა. ველოდებით პროცესის დასრულებას. ვიმედოვნებთ, რომ მართლები ვართ და სამართალი იზეიმებს. დამნაშავეების ვინაობის დადგენის შემდგომ პროცესებიც დაიძვრება. მე მოქმედებას კვლავ გავაგრძელებ და „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები ხელახლა ავაშენებთ ახალ ბავშვთა სამყაროს. იმედია, სამართლიანობა აღდგება,“ - განუცხადა მაჭავარიანმა „კომერსანტს“.


ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „რეზიდენსში“ მცირე კომენტარით შემოიფარგლნენ განმარტეს, რომ ამ დრომდე დამნაშავეების ვინაობა დაუდგენელია და საგამოძიებო პროცესები ისევ გრძელდება.


რაც შეეხება ელიავას ბაზრობას, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა 2017 წელს და საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას, „კომერსანტის“ კითხვებს არ პასუხობენ.



გარდა ამისა, „კომერსანტი“ შეეცადა ყველა ჩამოთვლილ კომპანიას დაკავშირებოდა და გაეგო დადგა თუ არა გამოძიების საბოლოო შედეგი, გამოიკვეთა თუ არა ხანძრის მიზეზები და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები, თუმცა, ყველა მათგანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ანალოგიური კითხვით ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მივმართეთ და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


სოფო ქსოვრელი 


თეგები:
ხანძრები



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up