ვარკეთილში ბაზრობას ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაუჩნდა. მეხანძრეთა ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ხანძარი ვრცელდება მიმდებარე შენობაზე, რომელიც ასევე ბაზრის ტერიტორიას განეკუთვნება.
კომერსანტის ინფორმაციით ხანძრის ჩაქრობას 20 ამდე სახანძრო მანქანით ხორციელდება. პროცესს ადგილობრივები და ბაზრობის ფართების მფლობელები ადევნებენ თვალს.
აღსანიშნავია, რომ ხანძრის ზონასთან ახლოს მდებარეობს ლუკოილის ბენზინგასამართი სადგურიც.