„ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის

„ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის" - პროკურატურა "თიბისი ბანკის" საქმეზე საუბრობს

access_time2019-01-09 20:55:03

„ხანდაზმულობის ვადა ამ ეტაპზე გასული არ არის,“- ეს განცხადება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე გააკეთა. ამის შესახებ რუსთავი 2 წერს. 

 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით,  საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ფაქტს, კონკრეტულად კი კომპანია „სამგორი M-სა” და „სამგორი თრეიდის“ მიერ „თიბისი ბანკიდან“ აღებულ 17 მილიონიან სესხს. გამოძიება კი გასული წლის აგვისტოში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. პროკურატურაში განმარტავენ, რომ საქმეზე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

 

საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ, რომ დაკითხულები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი.

 


„ინფორმაცია მოწოდებული იქნა 2018 წლის ივლისში, ზაფხულში, ორ დღეში დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მხოლოდ ფინანსური მონიტორინგის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დაიკითხა შემხებლობაში მყოფ ყველა პირი, პირების გარკვეული ნაწილი გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაიკითხება. მამუკა ხაზარაძე და ბადი ჯაფარიძე, გიდასტურებთ, რომ დაიკითხნენ. ავთანდილ წერეთელიც დაკითხულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ამ ეტაპზე გასული არ არის. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად გადაწყდება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება - არდაწყების საკითხი,“- განაცხადა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ.

 

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის, სალომე ჩიქობავას თქმით, 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა "თიბისი ბანკისგან“ დაჩქარებული წესით მიიღეს 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. პროკურატურის ცნობით, კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ამავე კომპანიებიდან ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც "თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს.

 

უწყების ინფორმაციით, „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ კომპანიებს  სესხის მომსახურებისთვის თანხა არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M”-ს ვალი.


რუსთავი 2




ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up