ხალხს ზედმეტი კომუნალური გადასახადი სპეციალურად დაარიცხეს? - რას ამბობს ენერგოომბუდსმენი

ხალხს ზედმეტი კომუნალური გადასახადი სპეციალურად დაარიცხეს? - რას ამბობს ენერგოომბუდსმენი

access_time2020-12-27 13:00:21

მოქალაქეები მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური სუბსიდიით ვერ სარგებლობენ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არაერთი საჩივარია შესული. მიზეზი გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ჩვენების ვადაგადაცილებით წაკითხვაა. კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამდედ 32-ე და 33-ე დღეს.


სემეკს უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ისინი ჩივიან, რომ მთავრობის მიერ მათთვის კუთვნილი კომუნალური სუბსიდიით სარგებლობას ვერ ახერხებენ, რადგან პროგრამით გათვალიწინებულ ლიმიტებში (200 კვტ/სთ - ელექტროენერგია და 200 კბ/მ - გაზი) ვერ ეტევიან სწორედ კომპანიების თვითნებობის გამო.


სემეკი უკვე ჩაერია საქმეში. კომისიამ გამანაწილებელ კომპანიების განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება.


მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით უნდა მოხდეს. კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანიების ფინანსური ინტერესი ნაკლებია, შესაბამისად, ჩვენების დაგვიანებით აღება მიზანმიმართულედ არ ხდება.


“არა მარტო სემეკ-ში, ჩვენთან უფრო ბევრი განცხადებები და ზარებია აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით. ნებისმიერმა ლიზენცრებულმა კომპანიამ აღრიცხვა თვეში ერთხელ უნდა აწარმოოს, რაც განმარტების მიხედვით, ნიშნავს 30 დღეში ერთხელ აღებულ ჩვენებას. 31-ე დღე შეიძლება უკვე ჩაითვალოს დარღვევად. ახლა, რადგან სუბსიდრების პროგრამა გვაქვს ამუშავებული, რა თქმა უნდა, დაგვიანებით აღებული ჩვენება პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ამას ყურადღება მივაქციეთ, პირველივე ჯერზე, როდესაც მსგავსი ტიპის საჩივარი დაფიქსირდა. გადავთვალეთ და ვნახეთ, რომ აღრიცხვა მოხდა 32-ე ან 33-ე დღეს.



არ ვიქნები მართალი, თუ გეტყვით, რომ ეს არის კომპანიის მხრიდან მიზანმიმართული ქმედება, რადგან თავად კომპანიასაც არ აქვს ინტერესი, რომ მაინცდამაინც დაგვიანებით მოახდინოს ჩვენების აღება და სიტყვაზე 204 კბ/მ გამოვიდეს. გადახდის თვალსაზრისით დაწესებული 200 კბ/მ ან 200 კვტ/სთ არის მათთვის გარანტირებული თანხა, რომელსაც სახელმწიფო დაფარავს. შესაბამისად, კომპანია თავის სასარგებლოდ 4-5 კუბს ზედმეტად დაწერს თუ არა, ამით დიდ მოგებას ვერ მიიღებს. ამიტომაც ვერ დავაბრალებ კომპანიას, რომ ამას სპეციალურად აკეთებდეს, რადგან ფინანსური ინტერესი ნაკლებია. შესაძლოა, საქმე გვქონდეს არაორგანიზებულობასთან ან კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან აღრიცხვის დაგვიანებასთან ან ნებისმიერი ტიპის ტექნიკურ მიზეზთან”, - განუცხადა “რეზონანსს” ვარდიაშვილმა და დასძინა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი აღარ დაფიქსირდეს და თუ ასე მოხდა, დარღვევა გამოსწორდეს, რათა მოქალაქემ კუთვნილი სუბსიდით ისარგებლოს.


“პირველივე საჩივარზე რეკომენდაცია გავუგზავნე კომპანიას, სადაც მივუთითე, რომ უნდა მოხდეს კორექტირება, რათა მოქალაქემ ისარგებლოს სუბსიდიით. “თბილისი ენერჯის” შესაბამის თანამდებობის პირთან გვქოდა საუბარი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი ყველა რეკომენდაცია დაკმაყოფილდება. სადაც დარღვევა მოხდა იმას აუცილებლად გამოვასწორებთ და არავინ დარჩება კომპენსაციის გარეშე.


თუკი მოქალაქე გადაცდომას დააფიქსირებს, აუცილებლად უნდა მოგვმართოს. მისი საჩივარი მოხვდება შესაბამის კომპანიაში და აუცილებლად მიიღებს სუბსიდიას. შეტყობინებისთანავე თუ მოგვმართავენ, გადახდა არ მოუწევთ, რადგან ჩვენ ასეთ საკითხებზე ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ. განსაზღვრულია, რომ მოქალაქეს გადასახადის მოსვლიდან 15 დღე აქვს მის დასაფარად. ამ პერიოდში ჩვენ შეცდომის გამოსწორება შეგვიძლია”, - განუცხადა ვარდიაშვილმა “რეზონანსს”.


ახლა აუცილებელია ეს გაურკვევლობა დროულად მოგვარდეს, რომ შემდეგ თვეებშიც იგივე არ განმეორდეს. ამის შესახებ საუბრობს საგადასახადო სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილიც, რომელიც სწრაფ რეაგირებას ითხოვს.


`მიზეზების გარკვევაზე საუბარი ალბათ არ იქნება სწორი, რადგან მოქალაქეებს ახლა და სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. გვყავს ენეგოომბუდსმენი, რომელიც პარლამენტის მიერ 5 წლით არჩეულია და არ გეგონოთ, რომ უბრალო, რიგითი თანამდებობაა. ის მიბმულია სემეკის საქმიანობასთან და ვალდებულია საკითხები მოაგვაროს. სხვათა შორის, ჩვენ რაღაც ტიპის იურიდიული საკითხები გვქონდა დასარეგულირებელი და მისი ჩარევით ყველაფერი ძალიან კარგად და სწორად მოგვარდა.


ახლა დანმაშავე რომ ვეძებოთ, ბევრ დროს წაიღებს და ხალხს კი სასწრაფოდ სჭირდება დახმარება სანამ გადასახადის დაფარვის დრო მოვა. ამის ბერკეტი სწორედ ენერგოომბუდსმენის ხელშია. მისი შუამდგომლობით სემეკმა აუცილებლად უნდა მოიწვიოს სხდომა და შესაბამისი გადაწყევიტილება მიიღონ. ეს უნდა მოხდეს, არაუგვიანეს ხვალისა. მთავარია სურვილი, რომ აღნიშნული პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდეს”, - განუცხადა ჩარგეიშვილმა “რეზონანსს”.


მთავრობის კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ს ჩათვლთ ელექტროენერგიას სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეების ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და დასუფთავების გადასახადებს. იმავე თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ აირს.


resonancydaily.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up