ხალხს უწევს სურსათის თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, ეს კატეგორიულად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი

ხალხს უწევს სურსათის თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, ეს კატეგორიულად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2023-02-06 15:00:08

„მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული ასე ვიტყოდი მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოსახლეობას თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს პროდუქციის შეძენა.

„მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ბრინჯი იქნება ეს თუ წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებულია, ვგულისხმობ ჯერ გასაყიდ ფასს არ ვამბობ, 50-60-70-80 % არის ფასნამატი, საბითუმო ფასებზე. ამას ემატება რა თქმა უნდა შემდეგ უკვე საცალო ფასები, ფასნამატი, მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა. რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის მინისტრებს სურსათის იმპორტიორებთან შეხვედრა და პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა.

 



„ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ მე მინდა დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით.

 


ეს, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი, ამხელა მოგებით გვახსოვს ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით. ამიტომ მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, ვხედავ რომ აქ სამწუხაროდ არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი,- აღნიშნა პრემიერმა.





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up