„ხალხს სურს მშვიდობა ამერიკელები კი გვაიძულებთ ვიომოთ და ამაში ფულსაც არ გვაძლევთ“ - უკრაინელი მილიარდერი

„ხალხს სურს მშვიდობა ამერიკელები კი გვაიძულებთ ვიომოთ და ამაში ფულსაც არ გვაძლევთ“ - უკრაინელი მილიარდერი

access_time2019-11-24 20:00:01

 

უკრაინას არ სჭირდება დაახლოვება დასავლეთთან, რომელიც აიძულებს მას ომში მონაწილეობას, ამის სანაცვლოდ ქვეყანამ უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან   - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულმა ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ.

 

მისი თქმით, ქვეყნებს შორის მეგობრობის დაბრუნება შესაძლებელია და ყველაფერი დამოკიდებულია ფულზე. ის მიიჩნევს, რომ მოვიდა დრო, როდესაც უკრაინას შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება -ეს განაცხადა მან The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

„რუსეთი ყველა შემთხვევაში უკრაინაზე ძლიერია და ამიტომ ჩვენ უნდა დავალაგოთ მასთან ურთიერთობები. ხალხს სურს მშვიდობა, კარგი ცხოვრება და არა ომი. თქვენ კი, ამერიკელები, გვაიძულებთ ვიომოთ და ამაში ფულსაც კი არ გვაძლევთ“ - განაცხადა მან.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ მილიარდერის პოზიცია მკვეთრადაა შეცვლილი 2014 წლიდან, როდესაც მან დახარჯა მილიონობით დოლარი ჯარის დაფინანსებაზე, რომელიც ომობდა რუსეთთან აღმოსავლეთ უკრაინაში.  დღეს კი მისი პოზიცია ბევრად უფრო ანტიდასავლური და შემრიგებლურია. 

 

ამას არ ექნებოდა დიდი მნიშვნელობა და ჩაითვლებოდა როგორც ერთი ცალკე აღებული ბიზნესმენის პოზიცია, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება  - ის ფლობს ძალიან დიდ გავლენას დღევანდელ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე და სწორედ კოლომოისკი იყო მისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი დამფინანსებელი.

 

შესაბამისად, ეს უკვე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ერთო კერძო პირის აზრის რადიკალური ცვლილება.

 

გამოცემასთან საუბარში მან უსაყვედურა დასავლეთს იმის გამო, რომ ის არ ჩქარობს უკრაინის მიღებას ნატოში.


 

„აზრი არა აქვს დროის დაკარგვას ცარიელ და უშინაარსო საუბრებზე მაშინ, როდესაც რუსეთი დიდი სიამოვნებით მიგვიღებდა ჩვენ ახალ ვარშავის შეთანხმებაში“ - თვლის ოლიგარქი.

 

კოლომოისკი  ასევე მიიჩნევს, რომ აშშ იყენებს უკრაინას თავისი გეოპოლიტიკური მოწიმაამღდეგის შესასუსტებლად.

 

„ომი უკანასკნელ უკრაინელამდე - აი ეს უნდა ვაშინგტონს“ - ამბობს კოლომოისკი.

 

მილიარდერი  დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია უკრაინის ეკონომიკური გადარჩენისთვის.

 

„გავა 5-10 წელი და სისხლისღვრა ყველას დაავიწყდება, თუ ურთიერთობები აღდგება და რუსეთი დაიწყებს უკრაინის დაფინანსებას. ეს ფული ჩაანაცვლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტებს“  - დარწმუნებულია კოლომოისკი.

 

მისი თქმით სწორედ ფულია ურთიერთობების აღდგენის ყველაზე სწრაფი და სანდო საშუალება.

 

„ჩვენ ავიღებთ 100 მლრდ. დოლარს რუსეთისგან. ვფიქრობ, დღეს მოსკოვი უკვე მზადაა ამისთვის. რა არის პრობლემების გადაწყვეტის ყველა სწრაფი საშუალება? რა თქმა უნდა ფული“  - თვლის პრეზიდენტთა დაახლოვებული ოლიგარქი.

 

2017 ივნისში იგორ კოლომოისკიმ დატოვა უკრაინა, ის გაემგზავრა შვეიცარიაში, შემდეგ კი ისრაელში. მან განაცხადა, რომ  დაბრუნდებოდა ქვეყანაში ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციის შემდეგ, თუმცა, რეალურად ჩამოვიდა რამდენიმე დღით ადრე.

 

ამის შემდეგ მან გამოიჩინა თავი რამდენიმე არაერთგვაროვანი განცხადებით - მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში მილიარდერმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა წავიდეს საბერძნეთის გზით, გამოაცხადოს დეფოლტი საგარეო ვალდებულებებზე, და შეწყვიტოს თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

 

კოლომოისკიმ ასევე შეაფასა ომი დონბასში, როგორც მხოლოდ შიდაუკრაინული დაპირისპირება.

 

 Forbes


თეგები:
აშშ



ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up