„ხალხს გაცილებით მეტი მოლოდინი ჰქონდა ჩვენ მიმართ, ვერ გავაკეთეთ ბევრი და მათ იმედი გავუცრუეთ“, – რომან კაკულია

„ხალხს გაცილებით მეტი მოლოდინი ჰქონდა ჩვენ მიმართ, ვერ გავაკეთეთ ბევრი და მათ იმედი გავუცრუეთ“, – რომან კაკულია

access_time2019-12-27 15:40:34

რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ წლის ეკონომიკური მოვლენები შეაჯამა. მან ისაუბრა კონკურენციისა და ანტიდეპინგურ კანონებზე, 2020 წლის ბიუჯეტსა და ქვეყანის საინვესტიციო პერსპექტივებზე.


„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ ენერგეტიკის სექტორში ახალი მიდგომები გვაქვს. მოხმარების 5%-იანი ზრდაა დაფიქსირებული, ამ სექტორში 200 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა. ჰესების 11 პროექტია უკვე მომზადებული, ენერგეტიკაში ღია ბაზრის მიმართულებას ვირჩევთ, სადაც კონკურენციამ უნდა უზრუნველყოს სტაბილურობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამა, არ გვაქვს ცუდი შედეგები, მიუხედავად იმისა,რომ ათასი კრიტიკა ისმის. 15 ათასამდე დასაქმებული გვყავს, მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდა; ამასთანავე, საგრანტო სქემამ 10 ათასი სამუშაო ადგილი გააჩინა. მცირე და საშუალო ბიზნესის გამოშვება 13%-ით გაიზარდა და დასაქმებულთა რაოდენობა 14 ათასზე მეტია,“- აღნიშნავს რომან კაკულია.



მისი თქმით, საზოგადოების იმედგაცრუებას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. დეპუტატი  საგრანტო სქემების აუცილებლობაზეც საუბრობს.



„სამწუხაროდ, ჩვენ საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანა ვართ და უცბად ვერ მივაღწევთ ისეთ მდგომარეობას,რომ ვერ ვიპოვოთ სიღარიბე ქვეყანაში. გაცილებით მეტი მოლოდინი ჰქონდა ხალხს ჩვენ მიმართ, ვერ გავაკეთეთ ბევრი და იმედი გავუცრუეთ მათ, ამ საკითხზე  განსაკუთრებული არაფერია, ეს არ ნიშნავს იმას,რომ ნაკლებ მხარდაჭერას გამოვხატავ ჩემი გუნდის მიმართ, პირიქით, ეს უფრო მეტი მხარდაჭერაა, ასეთ მიდგომაშია სწორედ გუნდის გაძლიერების ინსტრუმენტები. საზოგადოების იმედგაცრუებას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. არჩევნებს რომ მივადგებით, ღიად უნდა ვუთხრათ ეს საზოგადოებას.


პროგრესი არის, თუმცა მოქალაქეების დიდი რაოდენობა ამას ვერ გრძნობს, მათთან ვერ მიდის ეს პროგრესი. მინდა ყურადღება გავამახვილო საგრანტო სქემების ამუშავების აუცილებლობაზე, რადგან მოწყვლად ფენას ვერაფერს ვუშველით საგრანტო სქემების ამუშავების გარეშე მოკლევადიან პერსპექტივაში,“-
ამბობს რომან კაკულია. როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში არსებული საგარეო პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს.


„რაც შეეხება ინვესტიციებს, მცირე მასშტაბის ეკონომიკა გვაქვს და დიდი პროექტების დაწყება-დამთავრება მკვეთრად აისახება ჩვენზე. ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს, თუმცა ეს არ არის იმ ხარისხის,რომ ინვესტორები ქვეყნიდან გასულიყვნენ. ეკონომიკაზე როცა ვსაუბრობთ, გვერდი არ უნდა ავუაროთ საგარეო ფაქტორებს. ჩვენს საგარეო პოლიტიკაში გარუკვეველი მოცემულობაა.


იყო მოსაზრება იმის შესახებ,რომ 2020 წლის ბიუჯეტი არ არის დაბალანსებული, რასაც არ ვეთანხმები. ბიუჯეტის სწორი ხარჯვა ნიშნავს იმას,რომ ბიუჯეტის დიდ ნაწილს მეწარმეობის ზრდისთვის აუცილებელ კომპონენტებისთვის ხარჯავ, ეს კომპონენტებია : ინფრასტრუქტურა, განათლება, კვლევები, მეცნიერება. ამ ყველაფრის ხარჯზე რომ მომხდარიყო სოციალური მიმართულებების დაფინანსება და ეს კომპონენტები შეგვემცირებინა, მაშინ დავეთანხმებოდი ოპონენტებს და ვიტყოდი, რომ დაბალანსებული ბიუჯეტი არ არის. თუმცა, ბალანსი გვაქვს და ამ მიმართულებით კრიტიკას არ ვღებულობ,“-
ამბობს რომან კაკულია.


ნათია კეკენაძე




„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...


მსგავსი სიახლეები

up