„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

access_time2019-11-13 21:30:36

პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.

 

მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ 3 დღეში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა შეიკრიბა და რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა:

 

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

 

]სანამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემას დათმობდა, უმრავლესობის წევრები  2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას კატეგორიულად გამორიცხავდნენ, რადგან ქართული ოცნების მიერ მიღებული, მოქმედი კონსტიტუცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2024 წლიდან ითვალისწინებდა.

 

მთავარი მიზეზი რის გამოც მმართველ გუნდს არ სურდა არჩევნების სისტემის შეცვლა იყოს ის რომ, „ქართულ ოცნებას“ მეტი გარანტია ჰქონოდა, რომ მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე მეტი ადგილი მოეპოვებინა პარლამენტში. სიტუაცია არც ახლა შეცვლილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება.

 

 დღეს საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის საფრთხე დაინახა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს გამართვა კანონპროექტის რისკის ქვეშ დაყენება იქნებოდა.  კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთი სხდომის გამართვის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“  წევრ მაჟორიტარ დეპუტატებს პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაში დაარწმუნებენ.


„დღეს დავინახეთ კანონპროექტის ჩავარდნის რისკი და კენჭისყრის გადადების მიზეზი ეს იყო. კანონპროექტის რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. იმედი გვაქვს, რომ ან დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ ამ გადაწყვეტილების სისწორეში. დღეს განხილვაში პრაქტიკულად ვერ შევედით, დრო სულ 1 საათი გვქონდა. ჩვენ ვიცოდით, რომ რამდენიმე დეპუტატი იყო წინააღმდეგი. სადღაც 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს, დიდი ალბათობაა, რომ ჩავარდეს საკითხი. ვფიქრობ, ხვალ არის ბოლო ვადა, როდესაც კენჭისყრა აუცილებლად უნდა შედგეს,“ - განაცხადა კობახიძემ.

 

შეძლებენ თუ არა მმართველი გუნდის ლიდერები ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილის დარწმუნებას პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაში რთული სათქმელი არ არის. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, როგორც თავად თქვა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნაბიჯი უკვე გადადგა. მისი თქმით, პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა დღეს მეტია, ვიდრე გუშინ იყო. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, წინასწარ პროგნოზს იგი არ აკეთებს:


„ჩვენ გვაქვს მთავარი მიზანი, ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება სწორად დავგეგმოთ. ასევე, გუნდის ერთიანობა იქნას შენარჩუნებული და შედეგი იყოს ორიენტირებული პოზიტივზე. დღეს რომ ჩატარებულიყო, აუცილებლად ჩავარდებოდა“, განაცხადა ხუნდაძემ.


მისივე  განცხადებითვე, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე დეპუტატმა  ბატონი ბიძინასგან უკმაყოფილება მიიღო იმაზე, რომ ამის მოთავე ის არის.

 

ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის კიდევ ერთმა დეპუტატმა გააწბილა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ მიმდინარეობდა, თუმცა ,პარტიის თავმჯდომარე სხვა დეპუტატებსაც ხვდება. ამასთან, შიოლაშვილის განცხადებით, ისინი დამოუკიდებლები არიან და არ ფიქრობს, რომ “ზეწოლით, დაშინებით მყარ პოზიციას ვინმე შეცვლის”.


 

“საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისე, როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ვრჩები ჩემს პოზიციაზე. დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში მოიაზრება. ვერ გეტყვით ხვალისთვის რა შედეგები იქნება, თუმცა რასაც ვამბობ, გიდასტურებთ, რომ ბატონ ბიძინას პირისპირ შევხვდით პარტიის ოფისში”,-განაცხადა შიოლაშვილმა.

 

ჯერჯერობით უცნობია კიდევ ვინ მიიღო „უკმაყოფილება“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან, თუმცა დიმიტრი ხუნდაძე, რომ ერთადერთი დეპუტატი არ იქნება  ადასტურებს მმართველი გუნდის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადება. პარლამენტარი ამბობს, რომ კენჭისყრა იმიტომ გადაიდო, რომ მისი კოლეგები კიდევ ერთხელ დატუქსონ.

 

„ვფიქრობ, დღეს იმიტომ გადაიდო ეს კენჭისყრა, რომ კიდევ ერთხელ დატუქსონ ჩემი კოლეგები. სამწუხაროა, რომ დატუქსვის რეჟიმში არიან”. მე მსურდა დღეს ყოფილიყო კენჭისყრა, სადაც გაწყდებოდა, იქ გაწყვეტილიყო. აშკარაა, რომ 30 ადამიანზე მეტი არ უჭერს მხარს ამ მოძველებულ სისტემას. არ ვიცი, რა იქნება ხვალ. შემიძლია ვთქვა, რომ მე მხარს ხვალაც არ დავუჭერ“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

 

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის ლიდერებს. დღეს მამუკა მდინარაძემ მისი თანაგუნდელების უარყოფით დამოკიდებულება პროპორციული სისტემისადმი „ნაციონალური მოძრაობას“ დაუკავშირა.

 

„ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცოდით, თუმცა,დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა. მე არ ვიტყოდი ასე დარწმუნებით, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 30-ია, თუ 27, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი პროვოკაციული გამოხტომების ფონზე, ეს რაოდენობა გაიზარდა. ეს ფაქტია, ეს ჩემი გამოგონილი არ არის. მე როცა მათ ვთხოვ ტრიბუნიდან, რომ მოდით დავანებოთ პროვოკაციებს და დემაგოგიებს თავი, ეს არის რეალური მოწოდება. ოპოზიციის განცხადებები, რომ მაჟორიტარებს თავისი ინტერესები აქვთ და ა.შ. ეს აღიზიანებთ ამ ადამიანებს. რკინის ხომ არ არიან ეს ადამიანები?!“ - განაცხადა მდინარაძემ.

 

საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს საზოგადოების გადაგდების მცდელობას უწოდებენ ოპოზიციაში. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, თამარ კორძაია ამბობს, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებენ.

 

ფაქტია, რომ არ უნდათ გადაწყვეტილების მიღება. მაჟორიტარები ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებას, რაც უფრო სარწმუნო მგონია, რადგან გამორჩეული ლიდერები და დამოუკიდებელი აზრის მქონე დეპუტატები წინა მოწვევისას არ ყოფილან, ან ვერ დაინახეს საკუთარი თავი პარლამენტში და გაბედეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა. ორივე შემთხვევაში, ეს არის ყველაზე ცუდი შედეგი ბიძინა ივანიშვილისთვის, — აცხადებს თამარ კორძაია.

 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს ცეცხლთან თამაშს უწოდებს.

 

მმართველი პარტიის მხრიდან ცეცხლთან თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი. ძალიან სახიფათოა ასეთი დამოკიდებულება. ან უნდა აღიაროს მმართველმა პარტიამ, რომ საკუთარ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება 30-ზე მეტი დეპუტატი, რაც უკვე ნიშნავს პარტიულ კრიზისს ან საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიან. ორივე შემთხვევაში არის ცეცხლთან თამაში“- ამბობს ეკა ბესელია

 

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივნის თინა ბოკუჩავას მოსაზრებით, შეუძლებელია დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დამოუკიდებლად წასულიყო. რაც შეეხება კენჭისყრის გადადებას, ბოკუჩავას მოსაზრებით, ბოლო მომენტში ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა და კენჭისყრა ამიტომ გადადო.

 

ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დაგვაჯერებს, რომ დიმიტრი ხუნდაძე დამოუკიდებლად წავიდა ბიძინა ივანაშვილის წინააღმდეგ ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ ბოლო მომენტში შეეშინდა. ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, რომ შეიძლება გარკვეულწილად მიდიოდა ივანაშვილთან, თუმცა ის, რომ დღეს საბოლოო ჯამში  მოუწიათ კენჭისყრის გადადება, ბიძინა ივანიშვილს ესმის ერთი რამ ნათლად, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კანონპროექტის ჩაგდება“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

 

რამდენად არის მაჟორიტარული, შერეული სისტემა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში არ თქვან მასზე უარი? რეალურად, რას საქმიანობენ მაჟორიტარი დეპუტატები? საერთოდაც, ბევრმა ამომრჩეველმა არც კი იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი და ამაზე არაერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგი მეტყველებს.


რაც შეხება პარლამენტში მაჟორიტარების საქმიანობას - ყოველწლიურად, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროზე დაახლოებით 5 მილიონი ლარი იხარჯება. ასევე ცნობისთვის, გეტყვით, რომ პარლამენტარის ხელფასი 4 623 ლარად არის განსაზღვრული, ანუ წელიწადში მაჟორიტარები იღებენ 4 მილიონ ლარზე მეტს. გვიღირს თუ არა მაჟორიტარების შენახვა? დასკვენები თქვენ გააკეთეთ, თუმცა, გეტყვით, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ყველაზე ხშირად აცდენენ პლენარულ სხდომებს და ძირითადად,არასაპატიო მიზეზით.  ისინი პარლამენტში ხშირად სიტყვითაც არ გამოდიან, მაგალითად 2018 წელს 47 პლენარულ სხდომაზე 18 მაჟორიტარი (ანუ მაჟორიტარი პარლამენტარების თითქმის მეოთხედი) სიტყვით საერთოდ არ გამოსულა.

 

რომელი საარჩევნო სისტემა მოქმედებს დღეისათვის საქართველოში?


დღეისათვის საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად შერეული - პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს. ამ წესით გაიმართა ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის ოქტომბერში. მაშინ “ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით ხმების 48,68 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27,11%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“- 5,01%. საბოლოოდ, იმის მიუხედავად, რომ “ოცნებამ” ხმების ნახევარიც ვერ მიიღო, მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ანუ ¾-ზე მეტი. ეს მოდელი თავის დროზე გერმანიის გამოცდილების გათვალისწინებით დაინერგა.

 

რას გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემა?


პროპორციული საარჩევნო სისტემა პირველად ბელგიაში, 1889 წელს გამოიყენეს. დღეისათვის არჩევნების სწორედ ეს ფორმა მოქმედებს 50‐ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის არის ისრაელი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და სხვ.


არჩევნები 2016 წელს პროპორციული წესით, რომ ჩატარებულიყო “ქართული ოცნება” პარლამენტში 83 დეპუტატს შეიყვანდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი, 50 დეპუტატს, ხოლო “პატრიოტთა ალიანსი” – 17-ს. შედეგად „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა.


პროპორციული საარჩევნო სისტემები ერთმანეთისგან რამდენიმე კრიტერიუმით განსხვავდება. ესენია, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისა და პარტიებს შორის მანდატების განაწილების წესები. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ქვეყანა ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, თუ რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად არის დაყოფილი და რა თქმა უნდა, არის თუ არა დადგენილი საარჩევნო ბარიერი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გამოცდილება აქვს. 1919 წლის 14-16 თებერვალს დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელიც ამავდროულად პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო საქართველოში, სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდა. არჩევნებში 15 პარტია მონაწილეობდა, 6 მათგანი კი პირველ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.



კომერსანტი 




ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო
access_time2019-12-06 17:30:34
„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა...

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“
access_time2019-12-06 14:30:03
„ნებისმიერი მხარისთვის ფინანსურად მომგებიანია წყნარი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ნებისმიერი რყევა იწვევს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ მათ არ იციან, რა იქნება ხვალ. ეს კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარიც. ეს საკმაოდ მტკინვეული საკითხია, იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ოპერატიული უნდა იყოს, უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს ბიზნესდავების მოგვარება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს...

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა
access_time2019-12-06 13:30:01
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოსთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია. „ქვეყანას, რომელსაც ამ შემთხვევაში დროებით ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, საომარ მდგომარეობაში იყო რუსეთთან და აქვს ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება ამ მეზობელთან, ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა შემთხვევაში საზღვაო...


მსგავსი სიახლეები

up