ხალხი ხედავს, რომ ოქრო არის საუკეთესო ინვესტიცია - ფრანკო ფონტანა პანდემიის დროს მომხმარებლების განსაკუთრებულ აქტიურობაზე საუბრობს

ხალხი ხედავს, რომ ოქრო არის საუკეთესო ინვესტიცია - ფრანკო ფონტანა პანდემიის დროს მომხმარებლების განსაკუთრებულ აქტიურობაზე საუბრობს

access_time2020-07-21 14:30:16

 „პანდემიის პერიოდში მაღაზიები დავხურეთ, ონლაინ-გაყიდვები არ გვქონდა, მიუხედავად ამისა  ფასდაკლების ვაუჩერებით საკმაოდ მაღალი შემოსავალი მივიღეთ. ხალხი ხედავს, რომ ოქრო არის საუკეთესო ინვესტიცია,“ - ამის შესახებ კომერსანტს საიუველირო მაღაზიათა ქსელ „ფრანკო ფონტანას“ მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს.


კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით ოქროს „ციებ-ცხელებაზე“ ბოლო პერიოდია ხშირად საუბრობენ. ვალუტის კურსის მერყეობამ, შესაძლოა ქართველ ოქროს შემსყიდველებშიც გაზარდა ინტერესი საიუველირო პროდუქციის მიმართ. ამიტომაც, როგორც „ფრანკო ფონტანაში“ განგვიცხადეს, ქსელის შემოსავალმა სრული კარანტინის ფონზეც კი მისცა მათ საშუალება, თანამშრომლები და მათთთვის ხელფასები სრულად შეენარჩუნებინათ.


„განვათავსეთ ვაუჩერები 50 პროცენტიანი ფასდაკლებით, ანუ მათ წინასწარ შეეძლოთ ეყიდათ ვაუჩერი და მერე 50 პროცენტიანი ფასდაკლებით ეყიდათ ნივთი. საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდი რაოდენობით ვაუჩერი გაიყიდა, იყო 5000 ლარიანებიც. ხალხი ახლა ამ ვაუჩერებს ანაღდებს და თანხასაც ამატებს. საკმაოდ მაღალი შემოსავალი გვქონდა, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ხელფასები და კადრები სრულად შეგვენარჩუნებინა. დოლარის კურსი შეიძლება გაიზარდოს, ლარის კურსი დაეცეს -  ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მოგებული რჩება ის,  ვისაც ოქროში აქვს ფული დაბანდებული. ძალიან დიდი ხანი იყო ფასების რყევა ოქროზე მაგრამ, ჩვენ მაღაზიები ძველი ფასებით გავხსენით.  სამწუხაროდ ბოლო პერიროდში მოგვიწია პროდუქციის ღირებულების ცვლილება და ივლისის ბოლოს ვგეგმავთ კიდევ ცვლილებას. ახლა ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი სიტუაციაა გაყიდვების კუთხით, შეცვლილი ფასების კომპენსირებას ვახდენთ ვაუჩერებით, რათა მომხმარებელი შევაჩვიოთ,“ - განმარტავს „ფრანკო ფონტანას“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ზექალაშვილი.



„ფრანკო ფონტანა“ უახლოეს მომავალში ონლაინ მაღაზიის შექმნას გეგმავს, რადგან როგორც მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, პანდემიამ ამ სერვისის მიმართ ხალხი მეტად კომფორტულად განაწყო.


გლობალური პანდემიისას ოქრო იყო ერთადერთი ძვირფასი ლითონი, რომლის ფასი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ოქროს  დილერები ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდას ვარაუდობენ. კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესების საწყის ეტაპზე, გერმანიაში უჩვეულოდ მაღალი მოთხოვნა ოქროს ზოდებზე იყო.

 

მარიამ მორგოშია





უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up