ხალხი სოფელს დაუბრუნდა - კორონავირუსის ერთადერთი სიკეთე

ხალხი სოფელს დაუბრუნდა - კორონავირუსის ერთადერთი სიკეთე

access_time2020-11-10 17:00:00

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, რომ ხალხი სოფელს დაუბრუნდა და გამოზამთრებასაც იქ აპირებს. წელს გასაყიდი პროდუქტი თუ არა,  საკმარისი სურსათი, რაც ოჯახის გამოკვებას სჭირდება, თითქმის ყველას აქვს, ვინც სოფელში ცხოვრობს და მიწის დამუშავება მოახერხა. ეს, შეიძლება ითქვას, კორონავირუსით გამოწვეული ერთადერთი სიკეთეა, რამაც მოსახლეობის სასარგებლოდ იმუშავა.

 

დემოგრაფიული შედეგი ჯერ რასაკვირველია არ იგრძნობა, თუმცა, როგორც რეგიონებში მცხოვრებლები ამბობენ,  ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა ბინები დაკეტეს და სოფელს მიაშურეს. ბევრმა პირუტყვის მოშენებაც კი შეძლო და წინაპრების კერას დაუბრუნდა. ცხადია, რომ ეს ხალხი მინიმუმ გაზაფხულამდე ქალაქში დამბრუნებელი არ არის.

 

დასავლეთ საქართველოში, გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ციალა ბოლქვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან აღნიშნა, რომ წელს უამრავი მიტოვებული მიწა დამუშავდა და ხალხმა მოსავალი მოიმარაგა, რომ ზამთარს შედარებით უკეთ შეხვდეს.

 

,,ვერ ვიტყვი, რომ მდგომარეობა იდეალურადაა, ბევრი პრობლემაა, მაგრამ მთავარია რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მეტი მოსავალი მივიღეთ. წინა წლებთან შედარებით სხვაობა აშკარად საგრძნობია, რაც დიდი მიღწევაა, როცა დიდი ხნის განმავლობაში არაფერი კეთდებოდა.  სიმინდის კარგი მოსავალია, ციტრუსი ცოტათი უამინდობამ დააზარალა, მაგრამ აქაც ჩავარდნა არ არის. ლობიოს და სიმინიდის პრობლემა წელს არ გვექნება, რაც მიწების დამუშავების გზით გახდა შესაძლებელი.

 

ხალხი გარბოდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და პირიქითაა, გამოსავალს სოფელში  დაბრუნებაში ხედავენ. პირუტყვიც კი მოაშენეს, ასეთი ოჯახები, როგორც ჩანს, დიდი ხნით აპირებენ დარჩენას. ჩემს გარშემო ბევრია, რომელმაც თბილისში ბინები დაკეტა და მამა-პაპისეულ სახლ-კარს დაუბრუნდა, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. როგორმე უნდა შევძლოთ მოსავლიანობის უფრო მეტად გაზრდა და ამაში ხელშეწყობა გვინდა. სოფელს დოვლათი თუ შეუმცირდება, ვერც ქალაქი იცხოვრებს“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს” გურულმა დიასახლისმა.

 

ანალოგიური მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, სადაც სოფლებს ბევრი თბილისური ოჯახი მიუბრუნდა. თამაზ გულბათაშვილის თქმით, ივნისიდან მოყოლებული, ოჯახი საცხოვრებლად გურჯაანში გადავიდა და საკმარმიდამო ნაკვეთის მოვლა-პატრონობაც მოასწრო.

 


,,მშობლების გარდაცვალების შემდეგ გურჯაანში იშვიათად ჩავდიოდი, სახლი გამოკეტილი იყო, მაგრამ ახლა მთელი ოჯახი დავბრუნდით. 5 სული ვართ, ბავშვები სკოლაში სწავლობენ. ონლაინ გაკვეთილებში ერთვებიან, ამ მხრივ შეფერხება არ გვაქვს, ინტერნეტი ამის დიდ შესაძლებლობას გვაძლევს.

 

მიწა დავამუშავე და ჯერჯერობით ბოსტნეულის მოყვანას დავჯერდი. სამომავლოდ, მინდა ვენახიც მოვაშენო, ასე იოლად დანებებას არ ვაპირებ. ბოლოს და ბოლოს, ჩემი მშობლების ოჯახია და არ მინდა ტრადიცია გაწყდეს, რის შანსიც მხოლოდ ახლა მომეცა, ეპიდემიამ თვალი აგვიხილა და სასიკეთოდაც კი იმოქმედა“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თამაზ გულბათაშვილმა.

 

ანალოგიური მდგომარეობაა მთიან რეგიონებშიც. ყაზბეგშიც კი, რომელიც ბოლო პერიოდში თითქმის მიტოვებული  იყო, საკუთარ სახლ-კარს 60 ოჯახი დაუბრუნდა. როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში მცხოვრებ  კახი ჯანყურაშვილმა აღნიშნა, თითო სოფელში  დაახლოებით 9-10 ოჯახმა შეძლო საოჯახო მეურნეობის გამართვა.

 

,,ხალხი დაბრუნდა და ეს მოსავლიანობაზეც აისახა. წელს კარტოფილის, ასევე სხვა ბოსტნეული კულტურების კარგი მოსავალია. რაოდენობრივადაც, მეტი მიწია მოიხნა და დაითესა. ერთადერთი შეგვაფერხა იმან, რომ ტურისტები არ არიან და სასოფლო-სამეურნეო კულტურების რეალიზაციის პრობლემა გაჩნდა, თუმცა სამყოფი პროდუქტი ყველა ოჯახშია.

 

ყაზბეგს, ოფიციალური მონაცემით, 60 ოჯახი დაუბრუნდა. სნოში მათი რაოდენობა ათს აღწევს. ამისთვის მოტივაციაც დიდია, მთის კანონი აქაურებს საგრძნობ შეღავათს უწევს, გაზიც უფასოა, სუბსიდია და ყველა პირობაა, რომ დაბრუნდეს და გაუჭირვებლად იცხოვრო. თუ ცოტა მარიფათს გამოიჩენენ, მშიერი არავინ დარჩება“, - განაცხადა კახი ჯანყურაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

 

ახლა მთავარი ყურადღება სოფლისკენაა, რადგან ქვეყანა სასურსათო უსაფრთხოების მხრივ დიდი გამოწვევის წინაშეა. მართალია, პანდემიურ პერიოდში მილიონობით ლარი დაიხარჯა, ხალხმაც მეტი მოსავალი მოიყვანა, მაგრამ მთავარია, ამან დარგის განვითარება უზრუნველყოს, რაც ჯერ კიდევ საეჭვოა. გაწეული შრომის მიუხედავად, როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტმა პაატა აროშიძემ განაცხადა, საახალწლოდ ქართული პროდუქტის რაოდენობა დახლებზე შემცირდება და იმპორტის მეტი საჭიროება გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსავალი, ზოგიერთი მიმართულებით, შედარებით მეტია, ადგილობრივი მარაგის შევსების პრობლემას ადგილობრივი წარმოება ჯერჯერობით ვერ პასუხობს და არსებითი გაუმჯობესება კვლავ არ იგრძნობა.

 

,,მიმდინარე პერიოდშიც კი ქართული პროდუქცია დახლებზე მინიმალურ დონეზეა. რაღაც შემორჩება წლის ბოლომდე, მაგრამ უკვე იანვრიდან ქართული ხილი და ბოსტეული აღარ იქნება მაღაზიებში. ბაზრებში მეტ-ნაკლებად არის, მაგრამ მისი სასაქონლო სახე არ არის დამაკმაყოფილებელი. შენახვის არასათანადო პირობების გამო ხარისხის პრობლემა უკვე გაჩნდა და ეს სამომხმარებლო ბაზარზე აშკარად შესამჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ მეტი მოსავალია, რამდენიმე დღეში ქართული კიტრი, პომიდორი, ხახვი და ნიორი ნაკლებად იქნება ბაზარზე, რადგან ჩვენ მათ წარმოებას ვერ უზრუნველვყოფთ. მართალია,  ყველა არ გასულა ექსპორტზე, მაგრამ ადგილზე შენახვის პირობები არ გვაქვს.

 

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად - მთავრობაც და ფერმერიც,  შედეგზე იყოს ორიენტირებული. ცხადია, სიტუაცია არ გაიოლდება, ძვირი სურსათის ერაა მსოფლიოში დაწყებული. ეპიდემიაა და ასეთ დროს პირველადი მოთხოვნის სურსათის ექსპორტისგან ყველა შეიკავებს თავს. ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალურად უნდა დავხვდეთ მზად, - აღნიშნა პაატა აროშეძემ.

 

მისი თქმით, აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი, თუ რა უკუგება მოგვცა თანხამ, რომელიც ეპიდემიურ პერიოდში სოფლის მეურნეობის დახმარების მიმართულებით დაიხარჯა. 2021 წლის მარტში, როცა წლის შედეგი გამოქვეყნდება, გვეცოდინება, თუ რამდენით გაიზარდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 9%-ის ფარგლებშია.

 

resonancedaily.com


თეგები:
სოფელი covid 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up