ხალხი იმდენად, არის გაზარმაცებული, რომ ხშირად სამუშაო ძალას ვერ ვშოულობ - მეცხვარეთა ასოციაცია

ხალხი იმდენად, არის გაზარმაცებული, რომ ხშირად სამუშაო ძალას ვერ ვშოულობ - მეცხვარეთა ასოციაცია

access_time2020-11-23 17:30:34

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდმარე, ბექა გონაშვილი  რადიო კომერსანტის გადაცემაში „აგრო სექტორი“ რქოსანი პირუტყვისა და ცხვრის რაოდენობის ზრდაზე და სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. ბექა გონაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის ცოდნის გადაცემა  ვაქცინების და  ექიმი ვეტერინარების პროფესიის მნიშვნელობის შესახებ.

 

„ძირითადი პრობლემა ამ მიმართულებით კადრების სიმცირეა, ფერმერებს არ აქვთ გააზრებული რამდენად საჭირონი არიან ვეტ-ექიმები. ამ პროფესიას ყოველთვის ჩრდილი ადგა, მომავალი თაობა არ ცდილობდა ამ პროფესიით დაინტერესებულიყო. თბილისში ზოო მაღაზიებსა და კლინიკებში კარგად იხდიან. თუმცა, მნიშვნელოვანია ამ პროფესიის მხარდაჭერა და ფერმერების გათვითცნობიერება. ეს უკანასკნელი იმას არ ნიშნავს,რომ ყველა ფერმაში იყოს ვეტ ექიმი. საუბარია ,რომ ფერმერი უნდა ხვდებოდეს სიმპტომებით,როდის გამოიძახოს ვეტექიმი.

საქართველოში ცხვრისა და რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ვერ გაიზრდება. ამის მიზეზია ბუნებრივი საძოვრები და სავარგულების სიმცირე. ზამთარშიც საძოვრების პრობლემები გვაქვს. საქართველოს კი ვერ გავადიდებთ, თუ არ დავაპატარავებთ. მეორე საკითხი,რამაც შეიძლება სულადობა გაზარდოს, ტექნოლოგიების დამსახურება და გენეტიკის გაუმჯობესებაა.   რაც შეეხება, ღორის ხორცის წარმოების გაზრდას,

საქართველოში ძირითადად შემოდის ცოცხალი ღორი,რომელიც დასაკლავ კონდიციაშია, არის ისეთი შემთხვევები,როდესაც აქ ვასუქებთ და მერე დავკლავთ ხოლმე. თუმცა, პრობლემა ისაა,რომ საქართველოში ღორის სულადობა ძალიან დაქსაქსულია; მეორე დიდ პრობლემას წარმოადგენს კლასიკური ჭირი და აფრიკული ჭირი. ფერმერები არ ცრიან და არ ითვალისწინებენ იმ რისკს,რომ შეიძლება პირუტყვი დაიხოცოს და მას შემდეგ, როცა დაეხოცებათ, იწყებენ მოთქმას, რატომ არ არსებობს წამალიო. კლასიკურ ჭირზე ვაქცინაცია არსებობს, თუმცა აფრიკული ჭირისთვის ჯერ არ გამოუგონიათ. ევროკავშირს 1 მილიარდ ევროიანი ფონდი აქვს ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფებისთვის,:“- ამბობს ბექა გონაშვილი. მისი თქმით,ფერმერის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია ბიოუსაფრთხოების დაცვა. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ფერმერებისთვის დღის წესრიგში დგას საკვების გაძვირებაა.

„უნდა ითქვას,რომ საკვები გაძვირდა და ეს გაძვირება პანდემიიდან იყო გამოწვეული, ამას ემატება ვალუტის გაუფასურებაც, რაც ასევე ზრდის ლარში ფასს. სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებს რომ შევეხოთ: არ შეიძლება წელიწადში შემოგქონდეს ნახევარი მილიონი ტონა ხორბალი იმ ქვეყნიდან,რომელსაც შენს მტერად თვლი. ქვეყანაში ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი წარმოებისა და დასაწყობების განვითარებას. ყაირათიანად უნდა გამოვიყენოთ ფული, რომელიც სოფლის მეურნეობაში ცოდნაში, გამოცდილებასა და განათლებაში უნდა იხარჯებოდეს. უნდა შევუწყოთ ახალგაზრდების დასაქმებას. მათ აქვთ შესაძლებლობა ახალი, თანამედროვე ტექნიკა მოიზიდონ და შეცვალონ ქვეყანა.


 

 

სოფლის მეურნეობისთვის დიდი დარტყმაა სოციალური დახმარების სისტემა. სოციალურ დახმარებას უნდა იღებდეს ის, ვისაც იგი სჭირდება და იმაზე მეტს უნდა იღებდეს, ვიდრე დღეს ვაძლევთ. მაგრამ სოციალურ დახმარებას არ უნდა იღებდნენ ისინი, ვინც  ბირჟაზე სხედან. მე მჭირდება ხოლმე ხალხი და ვერ ვშოულობ. არ ვსაუბრობ 15-20 ლარზე, გაცილებით მეტ ანაზღაურებაზე ვსაუბრობ. წელს რომ კორონა იყო და თურქეთის მხარე ჩაიკეტა, კახეთში ამის გამო დაიკრიფა ვენახები. ხალხი იმდენად, არის გაზარმაცებული ხშირ შემთხვევაში,რომ სამუშაო ძალას ვერ ვშოულობ. სოციალიზმია? საბჭოთა კავშირია? მაშინ, რატომ დავანგრიეთ ის ქვეყანა?, თუ საბაზრო ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ადამიანს ანაზღაურება უნდა მივცეთ მისი ცოდნის, გამოცდილების, ჭკუის და ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე და არა იმიტომ,რომ არსებობს,“- ამბობს ბექა გონაშვილი.

 

 ნათია კეკენაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up