„ხალხი გაძევებულია იატაკქვეშეთში: ქირაობს ფართებს და სახლში მართავს შეკრებებს, ეზოში იშლება „სეფა“ - ეს არასწორი მართვის შედეგია“

„ხალხი გაძევებულია იატაკქვეშეთში: ქირაობს ფართებს და სახლში მართავს შეკრებებს, ეზოში იშლება „სეფა“ - ეს არასწორი მართვის შედეგია“

access_time2021-04-23 12:00:00

წარამარა იშვერენ ხელს რესტორანზე, ხალხი ლეგალური და სანიტარულად დაცული ზონიდან გადაწყვეტილებებით გაძევებულია იატაკქვეშეთში,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.



მისი თქმით, წელიწადზე მეტია ექსპერიმენტები ტარდება, რომ ჩაკეტვების ხარჯზე შეიძლება თუ არა ვებრძოლოთ ვირუსს.



„ვერანაირ შედეგს ეს ჩაკეტვა ვერ გვაძლევს, ამიტომ მივბაძოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც, არც კეტავენ ეკონომიკას ან თუ კეტავენ, ძალიან მიზერულად. ეკონომიკაც აქვთ გადარჩენილი და ვირუსსაც წარმატებით ებრძვიან. ჩვენი აქცენტია: მოდი, ვმართოთ პროცესი და არა უბრალოდ დაკეტვა. ტრანსპორტი ან საერთოდ არ უნდა იყოს, ან თუ არის, ყირაზე უნდა გადადიოდეს შიგნით ხალხი. შუალედური ჩვენ რატომღაც არ ვიცით. წარამარა იშვერენ ხელს რესტორანზე, რომ მიზეზი ის არის, მაგრამ სინამდვილეში ხალხი ლეგალური და სანიტარულად დაცული ზონიდან ამ გადაწყვეტილებებით გაძევებულია „იატაკქვეშეთში“. ხალხი მიდის და სახლში მართავს ღონისძიებას, ქირაობენ ფართებს, „სეფა“ ეზოში და ა.შ. ეს ხომ რესტორანი არ არის, ეს არის არასწორი მართვის შედეგი. ჩვენ წინადადებით მივმართავთ მთავრობას, გადაეწყოს მართვის რეჟიმზე”,- განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.




როგორც მან აღნიშნა, გადაწყევეტილების მიღება იგვიანებს, რაც მათთვის ზარალია.



„ეს საბჭო გადაიქცა აკრძალვების საბჭოდ და არა მართვის საბჭოდ. რაც შეეხება ვაქცინაციას, სჭირდება პროპაგანდა. გვეგონა ეს თავისთავად წავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სასწრაფოდ არის გადაწყვეტილება მისაღები, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ "მე ვუთმობ გზას სასწრაფოს" არის ძალიან ადვილი გასაკეთებელი, იგივე მეთოდი ვაქცინაზეც. საკმაოდ ნაზად და ნელა ხდება გადაწყვეტილების მიღება და დროს ვკარგავთ. სხვა უფრო სწრაფად იცრება და ეკონომიკის აღდგენა ხდება. ყველაზე მეტად დაკეტილი ქვეყანა ვიყავით, როდესაც ყველაზე სუსტი ეკონომიკა გვაქვს. დაკეტვა და აკრძალვა შეუძლია იმ მდიდარ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამის საშუალება. გადაწყვეტილებების მიღება იგვიანებს, რაც ზარალია. კომპანიები ვეღარ აღდგება, თუ ის გაკოტრდა”,-აღნიშნა გაბრიჩიძემ



BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up