„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

access_time2019-12-06 14:30:03

„ნებისმიერი მხარისთვის ფინანსურად მომგებიანია წყნარი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ნებისმიერი რყევა იწვევს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ მათ არ იციან, რა იქნება ხვალ. ეს კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარიც. ეს საკმაოდ მტკინვეული საკითხია, იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ოპერატიული უნდა იყოს, უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს ბიზნესდავების მოგვარება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს ბიზნესის ეფექტურობაზე,“- ამის შესახებ  რადიო „კომერსანტის“  გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან, სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“  გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გეგუჩაძემ განაცხადა.

 

რაც შეეხება „ხალიკ ბანკის“ გეგმებს, გეგუჩაძის განმარტებით, იგეგმება ინვესტიციის მოზიდვა ყაზახეთიდან. ბანკმა დაამტკიცა ახალი სტრატეგია,რომელიც შემდეგ სამ წელს მოიცავს. სტრატეგიაში გაწერილია სხვადასხვა სიახლე,რომელიც „ხალიკ ბანკის“ მომხმარებელს მომავალში ელოდება. მათ შორის სწრაფი და დისტანციური მომსახურება, კლიენტზე ორიენტირებული სერვისები, სიახლეები ციფრული და IT მიმართულებით.

 

„ჩვენ ვართ „ხალიკ ჯგუფის“ წარმომადგენლები. ეს არის დიდი ყაზახური ფინანსური ჯგუფი და წარმოდგენილია 6 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. „ხალიკ ჯგუფი“ საქართველოში 2008 წელს დიდი და  გრანდიოზული გეგმებით შემოვიდა, სამწუხაროდ, ეს გეგმები ომმა და ფინანსურმა კრიზისმა დააკორექტირა და დაახლოებით, ორი წელი აქტიურ საქმიანობას არ ვეწეოდით. 2011 წლიდან კვლავ დავიწყეთ გააქტიურება. მთლიანი აქტივების მოცულობაში ჩვენი წილი 1,2-1,5-მდე მერყეობს. ჩვენი საქმიანობაა ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესისა და საცალო ბიზნესის დაკრედიტება, გვაქვს კორპორატიული სეგმენტი.

 


2020-2021 წლიდან ჩვენი ბანკის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე,რომ „ხალიკ ჯგუფი„  საქართველოში ბანკის განვითარების პერსპექტივას ხედავს და უნდათ,რომ ფართოდ იყვნენ წარმოდგენილები ჩვენი ქვეყნის ბაზარზე“-აღნიშნავს გეგუჩაძე.


მისი განცხადებით, „ხალიკ ბანკს“ დაახლოებით,  24 მილიარდიანი დოლარის აქტივი აქვს, რაც მათთვის  ძალიან სერიოზული პლიუსი  და პრივილეგიაა.


როგორც გეგუჩაძე განმარტავს, საქართველოს საბანკო და საფინანსო სისტემა, მიუხედავად იმისა,რომ მოცულობით პატარაა, არის გამჭირვალე, ბიზნეს წარმოებაც ბევრად მარტივია.ეს ყოველივე კი  მიმზიდველს  ინვესტორისთვის აქ ფულის დაბანდებას.


ნათია კეკენაძე 





პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-24 21:30:35
„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა 1.მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ 2.„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად...

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად, საქართველოს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად,  საქართველოს  ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“
access_time2020-01-24 18:00:33
„ევროპას მიზეზი უნდა, რომ უკრაინას და საქართველოს გზა  ჩაუკეტონ. ხელოვნურად იწვევენ პრობლემას.“-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის  მიერ  უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტის დროებით შეზღუდვას  „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.   უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწვეტილება ვინიცკის ოლქში ფრინველის გრიპისგან დახოცვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც 18 იანვარს დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკავშირმა ფრინველის...

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი
access_time2020-01-24 16:30:13
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პრობლემების გამოსასწორებლად,  რადგან მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ.“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს. ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ წერილში გამოხატური შეშფოთება  „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის...


მსგავსი სიახლეები

up