რა ვიცით „ხადორი 3“-ზე -  პანკისელების 90%-ის თანხმობის მისაღებად ახალი რაუნდი დაიწყო

რა ვიცით „ხადორი 3“-ზე - პანკისელების 90%-ის თანხმობის მისაღებად ახალი რაუნდი დაიწყო

access_time2019-04-22 09:00:31

დავიწყოთ იქიდან, რომ პანკის-ხადორის ხეობაში 2 ჰესი უკვე ფუნქციონირებს.


ხადორში პირველი ჰიდროელექტროსადგური ჩინეთის სიჩუანის ელექტროენერგეტიკული კომპანიის დაფინანსებით აშენდა და 2004 წელს ამოქმედდა. ხადორჰესს 24 მეგავატი ელექტროენერგია რომ გამოემუშავებინა, მდინარეები ალაზანი და სამყურა მილებში მოაქციეს. ე.წ. სადაწნევო მილსადენი კი 300 მეტრის სიმაღლიდან ეშვება.



მდინარის მცირე ნაწილი (დაახლოებით 30 %), რომელიც ხადორის ჰიდროელექტროსადგურს გადაურჩა, 2013 წელს „ხადორი 2 ჰესისთვის“ გამოიყენეს და მილებში მოაქციეს.


„ხადორი 2“ შპს „ფერის“ საკუთრებაა, რომლის 96%-ის მფლობელი იოსებ მჭედლიშვილია. კომპანიის დირექტორი მერაბ იორდანიშვილია, რომლის ოჯახის წევრიცაა ლაშა იორდანიშვილი. ეს უკანასკნელი შპს „ალაზანი ენერჯის“ 100 %-ის მესაკუთრეა.


სწორედ „ალაზანი ენერჯის“ აქვს „ხადორი 3“-ის მშენებლობის ნებართვა სოფელ ბირკიანში. 


მთელი პრობლემა არის ის, რომ მესამე ჰესის მშენებლობა, ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია დაგეგმილი. 


“ეს იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება, - აცხადებდნენ პანკისის ხეობის მცხოვრებლები ჯერ კიდევ გასული წლის ივნისს გამართულ აქციაზე, სადაც პირობა დადეს, რომ პანკისში ჰესს აღარ ააშენებინებენ.


მანამდე იყო მარტი, როდესაც მშენებარე კომპანიამ  სოფელ ბირკიანში,  „ხადორი 3“ ჰესის ასაშენებლად, სატვირთო მანქანებით 2 მეტრი დიამეტრის უზარმაზარი მილები ის შეიტანა, რომ მოსახლეობისთვის არავის არაფერი განუმარტავს - რას და როგორ გეგმავდნენ.


პირველი პროტესტი ხეობაში სწორედ აქედან დაიწყო.


„არცერთხელ მოსულან და ხალხთან საუბარი არ ჰქონიათ. პირდაპირ მილების მოტანა რომ დაიწყეს, ხალხს ხომ უნდა აგვიხსნან, ამ საფრთხეების თავიდან აცილებას რით აპირებენ. ამ ყველაფრის გარეშე ხალხი წინააღმდეგია და კიდევ ერთი ჰესის აშენებას არ დავუშვებთ. წყალი თუ აღარ იქნება, საძოვარი თუ აღარ იქნება, როგორ უნდა ვიარსებოთ აქ? სოფლიდან ცოტა მოშორებით გაეკეთებინათ ჰესი, მაგრამ არავის უკითხავს ჩვენი აზრი. ამ ადგილას და ამ რისკებით ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი ვართ“, - ამბობდნენ სოფელ ბირკიანის მცხოვრებლები.


პროტესტის შემდეგ კოპანიამ მოსახლეობასთან შეხვედრა და პროექტის დეტალების გაცნობა დააანონსა. მათ შორის,  იყო „ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, სადაც ვკითხულობთ:


„გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიშის მიხედვით, საპროექტო ჰესი იქნება მდინარე ალაზნის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე, დერივაციული ტიპის ჰესი და მის შემადგენლობაში შევა შემდეგი ნაგებობები: „ხადორი 2 ჰესი“-ს ქვედა ბიეფში წყალმიმღები კვანძი; სადაწნეო მილსადენი; ჰესის შენობა დამხმარე ნაგებობებით; გამყვანი არხი; სატრანსფორმატორო ქვესადგური.



პროექტის მიხედვით, ჰესის საანგარიშო ხარჯი იქნება 9.0 მ3/წმ, საანგარიშო დაწნევა 70 მ, ხოლო ელექტროენერგიის პროგნოზული საშუალო წლიური გამომუშავება 27.5 მლნ კვტ.სთ.


გამომუშავებული ენერგია მიეწოდება სააგრეგატო შენობაში მდებარე შიდა გამანაწილებელ მოწყობილობას და გარე ერთ 6.3/110კვ ტრანსფომატორს, საიდანაც 50 მ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზით ჩართული იქნება სახელმწიფო ენერგოსისტემაში, არსებული 110 კვტ ძაბვის გადამცემ ხაზის მეშვეობით.


პროექტის მიხედვით, ახალი მისასვლელი გზების გაყვანა არ იგეგმება.“


დარგის სპეციალისტები კი ამბობენ, რომ  „ხადორი 3“-ისთვის  წყალაღება „ხადორი 2“ ჰესის გამყვანი არხიდან მოხდება. ამისათვის კი ხადორის ხეობაში 4.5 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობაა დაგეგმილი. ამის გამო, მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე დარჩება.



ალტერნატიული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით მომზადდა, „მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავის და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახის და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება. წავის პოპულაციის კლების მიზეზი შემცირებული საკვები ბაზაა, რასაც მდინარის ჩამონადენის კლება გამოიწვევს. ხელფრთიანებისთვის კი გარკვეულწილად თავშესაფარი ადგილები განადგურდება.“


ხეობაში მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ხადორი 3-ის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ სასამართლოში სარჩელი ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში, პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით შეიტანა. EMC-ში ამბობენ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ მშენებლობის ნებართვა მანამდე გასცა, ვიდრე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს მიიღებდა, რაც პრობლემაა. სადავოდ მიაჩნიათ თავად გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც.

 
სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ არის ჩანიშნული:


„სასამართლო დავის ეტაპზე თუ არ შეჩერდება მშენებლობის ნებართვა, მოგვიანებით რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ვერ მოხდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენა-რეაბილიტაცია. მაგალითად, სამი წლის შემდეგ რომ დააკმაყოფილოს სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა, რა შედეგი დადგება, თუკი მანამდე გათხარეს, მილები გაიყვანეს და ბუნება და ადგილობრივი ეკოლოგიური სისტემა განადგურდა?! სასამართლომ მოგვიანებით რომ დაამტკიცოს ეს სარჩელი, აღუსრულებელი გადაწყვეტილება იქნება“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 


გუშინდელმა მოვლენებმა კი კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით უფრო დიდი ინფორმაციული ვაკუუმი, კომუნიკაციის დეფიციტი და საპროტესტო მუხტია, ვიდრე ამას რამდნიმე დღით ადრე ჩასული სამი მინისტრი მიხვდა და მერე ოფიციალურად განაცხადებდა.


სამაგიეროდ, ფიზიკური დაპირისპირების ფონზე, ჰესის მნიშვნელობაზე და სარგებლობაზე გუშინ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე განცხადება გავრცელდა - ხელისუფლების წარმომადგენლების თუ თავად მშენებარე კომპანიის მხრიდან. ყველა მიმართვა დაპირებებით იყო სავსე, თუმცა მედიით გავრცელებულ განცხადებები ცეცხლმოკიდებული პანკისისთვის დაგვიანებული აღმოჩნდა. 


„აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობასაც. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ადგილობრივ ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლეც. უახლოეს პერიოდში ჰიდროელექტორსადგურების მშენებელი კომპანიები ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.



მემორანდუმის პროექტის თანახმად, ხეობისა და ჰესის მიმდებარედ, განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალური პროექტები განხორციელდება. კერძოდ, პანკისის ხეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. კომპანია „ფერი“ ასევე იღებს ვალდებულებას, გადაიტანოს არსებული 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი – ბირკიანი (ჰესის შენობიდან) დუისის მონაკვეთზე. აღნიშნული ხაზების გადატანის გამო, მოჭრილი გარკვეული რაოდენობის ხე-ტყე უსასყიდლოდ გადაეცემა ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას. კომპანია სახელმწიფოსთან ერთად, მოაწესრიგებს ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემას. ძიბახევის და ბირკიანის მოსახლეობას სპეციალურად შექმნილ ფონდში შეუტანს მოხმარებული დენის ადეკვატურ ღირებულებას (2018 წლის მოხმარების შესაბამისად). ძიბახევი-ბირკიანის ტერიტორიაზე, ალაზნის მიმდებარედ, მოაწყობს მარტივ, უსაფრთხო საბანაო ადგილს. ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეუზღუდავად გამოაყენებინებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს (სათავე ნაგებობების, ჰესის შენობებისა და მილსადენის თავზე სათხრელი სამუშაო ადგილების გარდა).



იმ შემთხვევაში, თუ ჰესის მიერ მოხმარებული წყლის გამო, სოფელ ბირკიანს შეექმნება წყლის პრობლემა – კომპანია დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ამ საკითხს. ასევე, გარემონტდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი. მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ააშენებს ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდს. ამასთან ერთად, კომპანია, ყოველწლიურად, ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს. ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლირად გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი, რომელიც ისევ რეგიონის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ „ფერის“ კარგად იცნობენ ახმეტაში. პანკისის ხეობაში კომპანიას უკვე აქვს განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს და ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიამ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრებიც გადაამზადა, რომლებიც ამჟამად საქართველოს რეგიონებში მდებარე „ფერის“ სხვა პროექტებში არიან დასაქმებულები“
,- აღნიშნულია  კომპანიები „ალაზანი ენერჯის“ და „ფერის“  განცხადებაში. 


ამავე განცხადებაში კომპანია პირობას დებს, რომ  ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება.  თუმცა, ამისთვის, როგორც შს მინისტრმა განაცხადა მის წარმომადგენლებს ხეობის მოსახლეობის მინიმუმ 90 %-იანი თანხმობა დასჭირდება. 


დღეიდან პანკისთან მშვიდობიანი მოლაპარაკების ახალი ფაზა იწყება.


სამთავრობო დაპირებით „ხადორი 3-ის მშენებლობა  2018 წლის უნდა დაწყებულიყო და 2019 წლის დეკემბრამდე დასრულებულიყო.


და კიდევ ერთი  სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია:


  1. ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეს 2017 წლის დეკლარაციაში უწერია, რომ სს დარიალი ენერჯი საქართველოს დირექტორი იყო 2016-ის ჩათვლით.


2. სს „დარიალი ენერჯი“-ს აქციონერებს წარმოადგენენ შპს „ფერი“, სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, შპს ენერგია.


3. შპს ენერგიას დამფუძნებლები არიან: მევლუდ ბლიაძე, რუსეთის ფედერაცია 70% და შპს ფერი 30%. ორივეს ერთი მისამართი აქვს.


4. სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი გიორგი ბეჟუაშვილია.



ცნობისთვის: 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, შპს „ფერიმ“ მმართველ გუნდს 50 ათასი ლარი შესწირა,ხოლო 2012 წელს „დარიალი ენერჯის“ დირექტორმა, ზურაბ ალავიძემ - 35 000 ლარი


(აღნიშნულ ინფომაციას კომერსანტიც ამოწმებს)



კომერსანტი






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up