ხაჭაპურის ინდექსი ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა.ISET -ის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში ინდექსმა აღმასვლა განაგრძო და 1 სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასმა 4.1 ლარს მიაღწია, რაც 6.1%-ით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელზე.
წლიურ ჭრილში ზრდა 12.6%-ს აღემატება.
ნოემბერში გაძვირებული იყო ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი. მაგალითად, ყველის ფასი 18.6%-ით გაიზარდა, ფქვილი 8%-ით გაძვირდა, კვერცხი კი 3.4%-ით.
ISET -ის ანალიტიკოსები დეკემბერში ინდექსის შემცირებას ელიან, მიზეზი საშობაო მარხვის გამო, რძეზე მოთხოვნის შემცირება უნდა გახდეს.
gbc.ge