„ხაჭაპური არის საუკეთესო….“ - გერმანიაში სურსათის გამოფენაზე  წარმოდგენილ ქართულ სტენდს საერთაშორისო პრესაში გამოხმაურება მოჰყვა

„ხაჭაპური არის საუკეთესო….“ - გერმანიაში სურსათის გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ სტენდს საერთაშორისო პრესაში გამოხმაურება მოჰყვა

access_time2023-01-27 13:30:34

„ხაჭაპური არის საუკეთესო…. ქართული ღვინო საოცარი არომატით“,- ასეთი შეფასება გააკეთა გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023) ქართულ სტენდთან, სადაც მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა, -  აღნიშნულია გერმანულ გამოცემაში Allgemaine Zeitung. 


ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდია წარმოდგენილი. სტენდზე 16 ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას  გამოფენის დამთვალიერებელს აცნობს. მონაწილე კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.


აღსანიშნავია, რომ ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ  გამოფენის მაღალი რანგის სტუმრების და ვიზიტორების  განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.



ქართული სტენდი გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, გერმანიის მწვანე პარტიის ლიდერმა, ჯემ ოზდემირმა, ბერლინის მერმა, გერმანიის სოციალ დემოკრატების პარტიის წევრმა, ფრანცისკა გიფეიმ და ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით იანუშ ვოჩიეჩოვსკიმ დაათვალიერეს. სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა, ქართული პროდუქცია გააცნო და ქართულ ღვინოსთან ერთად, ტრადიციული კერძები დააგემოვნებინა.


ჯემ ოზდემირმა და ფრანცისკა გიფეიმ ერთხმად აღიარეს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ კერძებს შორის, ქართული ხაჭაპური განსაკუთრებულად გემრიელი იყო, ხოლო ღვინის სამშობლოში, საქართველოში ჩამოსხმულ ღვინოს გამორჩეული არომატი და გემო აქვს.


ქართულ სტენდზე სტუმრობის დროს, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.


გამოფენაზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმატებას საერთაშორისო პრესაც გამოეხმაურა; არაერთი მედიაგამოცემა:  Allgemaine Zeitung, Merkur, Bietigheimerzeitung, Stuttgarter-zeitung, Badische-zeitung, Morgenpost, Tageszeitung ქართული პროდუქციის შესახებ სტატიებს აქვეყნებს. 





ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up