წყნეთში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

წყნეთში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

access_time2016-06-27 10:31:20

წყნეთში, 6 ქუჩაზე (კოსტავას, ტაბიძის, სააკაძის, თბილისის, თამარ მეფისა და არსენას ქუჩებზე) საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს. არსენასა და კოსტავას ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება უკვე დაწყებულია, ხოლო ტაბიძის, სააკაძის, თბილისისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარეობს გრუნტის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.


წყნეთში სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.


თბილისის მერის თქმით, წყნეთში საკმაოდ სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს და ასფალტის საფარი ყველაზე პრობლემურ ქუჩებზე იგება.



„ 6 ქუჩაზე ვმუშაობთ და იგება ასფალტის საფარი. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც ვასრულებთ. ასფალტის საფარს ყველაზე პრობლემურ ქუჩებზე ვაგებთ და მალე მოსახლეობისთვის ამ გზებზე გადაადგილება უფრო კომფორტული იქნება. გზების გარდა, წყნეთში ჩვენ ასევე გავაკეთეთ რამდენიმე ბავშვთა სათამაშო მოედანი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.


დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ წყნეთში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up