წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვრის დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე შეიზღუდება

წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვრის დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე შეიზღუდება

access_time2022-01-20 14:50:00

მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების წარმოების გამო, წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა 21 იანვარს დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ავტომობილებით გადაადგილება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე, მიმდინარე წლის 21 იანვრის დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე შეიზღუდება.




„წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე, მორიგი მონიტორინგის საფუძველზე, მეწყრული პროცესების საპრევენციო ღონისძიებები ხორციელდება. უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის მარცხენა ფერდობზე, ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამიტომ, ამ მონაკვეთში დროებით შევზღუდავთ გადაადგილებას, რათა მაქსიმალურად მოვასწროთ ყველა ტიპის სამუშაო ისე, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.







„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“
access_time2022-05-18 18:30:34
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა. ...

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-05-18 17:10:24
18 მაისი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.12 თეთრით 2.9442-მდე გამყარდა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2.08 თეთრით 3.0973-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.23 თეთრით 3.6538-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.48 თეთრით 4.5576-მდე, 10 უკრაინულ გრივნასთან 0.29 თეთრით 1.0014-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 8.49 თეთრით 6.4031-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.1846-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.23 თეთრით 1.7354-მდე გამყარდა.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე
access_time2022-05-18 16:25:08
საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.   „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე...

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
access_time2022-05-18 14:55:01
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE). აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის,...

ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია (ფოტო კოლაჟი)

ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია (ფოტო კოლაჟი)
access_time2022-05-18 20:00:21
ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია. 18 მაისი, 2022...


მსგავსი სიახლეები

up