წყლის შესახებ ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მე-9 შეხვედრა გაიმართა

წყლის შესახებ ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მე-9 შეხვედრა გაიმართა

access_time2022-12-08 11:20:18

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, „ევროკავშირი გარემოსთვის (EU4Environment) - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემების” პროგრამის ფარგლებში, წყლის შესახებ ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მე-9 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.


„საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის წყლის რესურსების მართვის პოლიტიკასთან დაახლოების მიზნით. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის ჩასატარებლად, ჩვენ დავიწყეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება. მეტიც, ევროკავშირის მხარდაჭერით შევიმუშავეთ ეროვნული პროგრამა, რომელიც გვეხმარება უზრუნველვყოთ წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარემოს ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს გარემოსდაცვითი სექტორის სპეციალისტებთან, დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, ეფექტიანად დანერგოს და აღასრულოს წყლის შესახებ კანონი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ საქართველო ახორციელებს წყლის სექტორის ძირეულ რეფორმას, რათა ის შეესაბამებოდეს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნებს. საქართველოს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული კანონპროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ არის ძირითადი ელემენტი წყლის სექტორში რეფორმების გასატარებლად და მდგრადი და ხარისხიანი წყლის რესურსების უზრუნველსაყოფად.



„ევროკავშირი ფართო მხარდაჭერას უწევს საქართველოს წყლის სექტორს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს საკანონმდებლო, ინსტიტუციური და მმართველობითი რეფორმები, რომლებიც საჭიროა მდინარის აუზის მართვის სრულად ფუნქციონირებისთვის და რაც შეიძლება მალე მიიღოს ახალი კანონი წყლის რესურსების შესახებ, რომელიც მომზადდა ევროკავშირის დახმარებით“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრმა, ალექსანდერ დარასმა.
ეროვნული პოლიტიკის დიალოგის დასრულების შემდეგ, წყლის სექტორში ბუნებრივ ფაქტორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისი ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოს წყლის სექტორში მომუშავე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up