წყლის დაბინძურებისა და დაავადებების გამო მეურნეობებში თევზის 30% იღუპება

წყლის დაბინძურებისა და დაავადებების გამო მეურნეობებში თევზის 30% იღუპება

access_time2021-07-23 12:00:48

წყლის დაბინძურების, დაავადებების და კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო საქართველოში თევზის სიკვდილიანობა კრიტიკულ ნიშნულზეა. ოფიციალური მონაცემით, სიკვდილიანობა 30%-ს აღწევს, როცა, წესით, ეს მაჩვენებელი 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, დარგი ვერ ვითარდება და ქვეყანა წლიდან წლამდე იმპორტზეა დამოკიდებული, წარმოებაში კი სერიოზულ კლებას განიცდის.


როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტი ელდარ კაშია ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში, ბევრ ფერმერს თევზი, უმეტესწილად, დაავადებების გამო ეღუპება.  ამ მხრივ განსაკუთრებით კალმახს უჭირს.


„თევზის სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი დაავადებებია, რასაც აქვს საკმაოდ ბევრი მიზეზი. ეს შეიძლება გამოიწვიოს თევზისადმი არასწორად მოპყრობა ჩასმის პროცესში, ლარვებისა და გაზრდილი ლიფსიტების გამოსაზრდელი ტბორების გათევზიანების დროს. გარდა ამისა, დაავადებები თავს იჩენენ თევზების ტრანსპორტირებისას, როდესაც წყალი ღარიბია ჟანგბადით, ასევე ტრავმის შემთხვევაში, როდესაც ლიფსიტების გადასაზიდი ჭურჭლის შიგნით ირღვევა წყლისა და ტბორის წყლის ტემპერატურა. ტბორებში წყლის მცენარეების გადაჭარბებულად განვითარების შემთხვევაში დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიებისა და ზოოპარაზიტების გავრცელების ხელშემწყობი პირობები იქმნება. გარდა ამისა, დაავადებები იმ წყალსატევებში ჩდება, რომლებიც დაბინძურებულია სამრეწველო საწარმოებიდან ჩამდინარე წყლებით, სადაც დაბალია წყალში გახსნილი ჟანგბადის შემცველობა. ავადმყოფობა ხშირია მწირი საკვები ბაზის მქონე ტბორებში, აგრეთვე ისეთი ხელოვნური საკვების გამოყენებისას, რომელშიც მიკროელემენტების, ვიტამინების და ფერმენტების, ანტიბიოტიკების, ამინომჟავებისა და სხვა ნივთიერებათა ნაკლებობაა“, - ამბობს კაშია და დასძენს, რომ სერიოზული პრობლემაა კადრების დეფიციტი, რადგან ფერმერებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და პრევენციულ ზომებს დროულად ვერ მიმართავენ.


„აქტიურად ვმუშაობთ, რომ მწარმოებლებს ტრენინგი ჩაუტარდეთ და პრევენციული ზომების მიღება დროულად შეძლონ, რაც თევზის სიკვდილიანობის მაჩვენებელს შეამცირებს. ავადობის შემჩნევა თვალის ერთი შევლებითაც შესაძლებელია. მაგალითად, მიკოზით დაავადებული კალმახი ნაკლებად აქტიურია, ეშვება წყალსატევის ფსკერზე. მისი კუჭი ჰაერით ივსება და მატულობს მოცულობაში. კალმახი აღარ იღებს საკვებს. თევზს უვითარდება წყალმანკი და უსივდება თვალები. დღესდღობით საქართველოში თევზების 30% იღუპება, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ამ დროს  ქართული თევზი საინტერესოა არა მარტო რეგიონში, ევროპული ბაზრისთვისაც. უბრალოდ, მათ განსხვავებული ფასები აქვთ.  ყველეფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კალმახი, ე.წ რომანოვის კალმახი, რომელიც ენდემურობით გამოირჩევა.  ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ ვიყოთ წარმატებულები და წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა შევძლოთ“,  - ამბობს ელდარ კაშია.


საქართველოში იწარმოება ძირითადად კობრისებრი, ლოქოსებრი, ორაგულისებრი და ზუთხისებრი თევზი. რაც შეეხება იმპორტს, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოში შემოდის ძირითადად ოკეანის და ზღვის თევზები, როგორიცაა სკუმბრია, სტავრიდა ორაგული და სხვა. ადგილობრივი თევზი კი ძირითადად მდინარეებში, ტბორებსა და წყალასაცავებშია მოყვანილი.  ამ კატეგორიის თევზის 70%  ადგილობრივია, თუმცა ძირითადად საქართველო ზღვისა და ოკეანეების თევზს მოიხმარს, რომლის 95% იმპორტულია.



მეთევზეობაში არსებულ კიდევ სხვა პრობლემაზე საუბრობენ ფერმერებიც. კასპელი მეკალმახე ზურა ღვინაძე აქცენტს საკვების ფასზე აკეთებს და ამბობს, რომ ბოლო 2 წელიწადში საკვების ღირებულება გაორმაგდა, რის გამოც მეურნეობა ხარჯს ვერ აუდის.


„1 კილოგრამი თევზის წარმოების თვიღღირებულება, საკვების ჩათვლით, 11 ლარს აღწევს,  მაგრამ პროდუქტს 10 ლარზე მეტად ვერ ვყიდით. ასეთ პირობებში წარმოების განვითარებაზე საუბარიც არ შეიძლება. ამდენ რესურსს ვხარჯავთ, რასაც არანაირი შედეგი არ აქვს იმის გამო, რომ ნედლეული  არნახულად ძვირი ღირს. 2 წლის წინ საკვებს 3,8 ლარად ვყიდულობდით და ფასმა უკვე 6 ლარს გადააჭარბა. ფული იხარჯება და მოგებას ვერ ვნახულობთ. რაც შეეხება საკვების ხარისხს, ნორმალურია, ამ მხრივ პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ხომ უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი, რომ ამდენი შრომის შედეგი ოჯახმაც იგრძნოს და დარგსაც დადებითად დაეტყოს“, - ამბობს მეთევზე-ფერმერი ,,კომერსანტთან“.


საქართველოში თევზის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემა დასტურდება ოფიციალური სტატისტიკითაც. 2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი წინა წელთან შედარებით 16%–ით შემცირდა და 2 071.5 ტონა შეადგინა. ორაგულისებრთა წარმოება 1 155.2 ტონა იყო, რაც 13.8%–ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლს. კობრისებრთა წარმოება 17.2%–ით შემცირდა და 838.4 ტონა შეადგინა. წინა წელთან შედარებით 38.2%–ით შემცირდა ზუთხისებრთა წარმოება და 60.1 ტონით განისაზღვრა. საპირისპირო მონაცემი დაფიქსირდა მხოლოდ ლოქოსებრთა წარმოებაში – 17.5 ტონა, რაც 22.4%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


მიუხედავად აკრძალვისა, საქართველოში ხშირია უკანონო თევზჭერის შემთხვევები, რაც ასევე მძიმედ აისახება თევზის წარმოებაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემით, უწყების თანამშრომლებმა, 2021 წლის 1–ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს თევზის მეურნეობის განვითარება 1930 წელს სააქციო საზოგადოება „საქთევზის“ დაარსებით დაიწყო. საზღვაო თევზჭერა ამ პერიოდში წლიურად 2300-7600 ტონას  შორის მერყეობდა. 1980 წელს კი ამ რიცხვმა 212 ათასი ტონას მიაღწია.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up