წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა  2021 წლამდე გადაიდო

წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა 2021 წლამდე გადაიდო

access_time2019-07-28 11:00:34

წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა 2021 წლამდე გადაიდო - ამის შესახებ „კომერსანტს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის სექტემბრამდე გადავადებას.


ქონების ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია მიზეზად სანატორიუმი „მეშახტის“ შენობა-ნაგებობის რთულ სპეციფიკას და 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთების პროცესის სირთულეს ასახელებდა. „სააგენტომ გაითვალიწინა კომპანიის მიერ დასახელებული გარემოებები და სასტურმროს აშენების ვალდებულება გადაუვადა“-აღნიშნავენ სააგენტოში.


თავად ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე „კომერსანტთან“ ამ ეტაპზე კონტაქტზე არ გამოდის. 2018 წლის ოქტომბერში კი აცხადებდა, რომ 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის გადავადება პროექტის შეცვლას უკავშირდებოდა.


„ახალი პროექტის მიხედვით სასტუმროში მასში 100-ის ნაცვლად 150 ნომერი განთავსდება. გაიზრდება ინვესტიციის მოცულობაც, რომელიც 40-45 მილიონი დოლარით იყო განსაზღვრული. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ნაცვლად 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგაც უკვე დაზუსტდება რამდენით გაიზრდება განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა და რომელი საერთაშორისო ბრენდი იქნება ოპერატორი“-აღნიშნავდა ზვიადაძე.


როგორც ცნობილია , განიხილებოდა 4 საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის ერთ-ერთი ჰილტონ-ი.


შეგახსენებთ, „ქეი ბი ფი თბილისმა სანატორიუმი „მეშახტე“ 2015 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით 2,5 მილიონ დოლარად შეიძინა.სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №13-ში მდებარე სანატორიუმში 3 წლის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება იყო დაგეგმილი.


მთავრობამ კი ინვესტორის წინაშე გარკვეული ვალდებულება აიღო. კერძოდ მთავრობა ვალდებული იყო სასტუმროსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით, სათანადო მოცულობის (წნევით ბუნებრივი აირის გატარების) მილის გაყვანა უზრუნველყო, რისთვისაც ფული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან დაიხარჯებოდა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი


თეგები:
მეშახტე



„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა
access_time2020-02-22 10:55:18
კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო...

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა
access_time2020-02-22 09:30:25
რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც. ვახტანგ...

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და  გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)
access_time2020-02-22 11:00:35
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს. ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი. მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს...

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა
access_time2020-02-22 10:00:29
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ  საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up