წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია

წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია

access_time2019-11-11 14:30:04

წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მინისტრის განმარტებით, 2019 წლის შეფასებით, 15 სასტუმროს ფასი 47.5 მლნ ლარია, თუმცა რა ღირებულებით გაიყიდება ეს ქონება, ღია აუქციონზე განისაზღვრება.



ჩვენ ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შევთავაზებთ.საბაზრო ფასს როდესაც ვსაზღვრავთ, ვეყრდნობით 2019 წლის შეფასებას, თუმცა რეალურად საბაზრო ფასი დგინდება ღია აუქციონის პირობებში. მთლიანი კომპლექსის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 სასტუმროს საბაზრო ფასი ოფიციალური შეფასებით, 47.5 მილიონი ლარია, - აღნიშნა თურნავამ.



კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა წყალტუბოში მდებარე ქონება 1 ლარად გასხვისდეს, მინისტრი შემდეგნაირად პასუხობს: ეს შეუძლებელია. ვხედავთ ისეთ ინტერესს, რომ ეს ქონება საბაზრო ფასად გასხვისდება. თურნავას თქმით, წყალტუბოს პროექტი უნდა განვიხილოთ, როგორც სინერგია და არა როგორც კონკურენცია.


შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22-ვე სასტუმროს შეძენას გეგმავს. საუბარია, როგორც წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებაზე, ისე კერძო მფლობელობაში არსებულ სასტუმროებზეც. წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროდან, უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე 15 სასტუმროა.


სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილი მათ ბალანსზე არსებულ შემდეგ 15 სანატორიუმს შეისყიდის: სამგურალი; მეგობრობა; გეოლოგი; იმერეთი; გელათი; თბილისი; რკინიგზელი; აია; ფილიალი; უშიშროება; წყალტუბო; მედეა; სავანე; წყალტუბო, სინათლე.


ipn.ge





„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას
access_time2019-12-13 09:10:25
Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის...

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

„ევექსის“ და იმედი L-ის მმართველი კომპანიის - GHG-ის აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე განახევრდა

„ევექსის“ და იმედი L-ის მმართველი კომპანიის - GHG-ის აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე განახევრდა
access_time2019-12-13 12:30:19
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემა. ბოლო 2 წელში ღირებულება განახევრდა. თუ 11/2017 ფასი იყო საშუალოდ 3.5 გირვანქა სტერლინგი იყო, 11/2019 -ისთვის 1.6 ფუნტ სტერლინგამდე (GBP) შემცირდა. გასულ კვირას, აქციები დაიხურა GBP1.62 -ით, კლებაა 1.67% (w.w), ოქტომბერთან შედარებით კი 10%-ით. ნავაჭრია 354 000 აქცია, GBP 1.60 – 1.68 დიაპაზონში. თვის საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობაა - 78 000 აქცია. ჯგუფმა წლის პირველ 9 თვეში 703...

„ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება მოკლევადიან პერიოდში პროდუქტის გაიაფებაზე არ აისახება“

„ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება მოკლევადიან პერიოდში  პროდუქტის გაიაფებაზე არ აისახება“
access_time2019-12-13 11:50:57
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.86 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის გამყარებას ბიზნესგარემოზე და შესაძლებელია თუ არა გადაიხედოს ფასები? „ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.“-ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია საქკაბელის“ მმართველმა პარტნიორმა...


მსგავსი სიახლეები

up