წყალტუბოში მდებარე 14 ყოფილი იყიდება – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას.
კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, წყალტუბოში მდებარე 14 ყოფილი სანატორიუმი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.