წყალტუბოსა და ლებარდეს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

წყალტუბოსა და ლებარდეს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

access_time2020-07-09 15:13:37

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი  კურორტების - წყალტუბოსა და ლებარდეს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების შემუშავებაზე. მიმწოდებლის შერჩევის მიზნით საკონკურსო წინადადების მიღება 18 ივლისიდან 23 ივლისამდე გაგრძელდება.საჭირო მომსახურების შესყიდვის მიზნით, საორიენტაციო ფასებისა და ვადების განსაზღვრისათვის, გაკეთდა ბაზრის კვლევა და ჩამოყალიბდა ტექნიკური დავალებები.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 ათასი ლარია, გამარჯვებული კი ვალდებულია პროექტები 150 კალენდარული დღის ვადაში შეიმუშავოს.შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობის განკარგულებით დაევალა.


კურორტების  სისტემური და გეგმიური განვითარებისთვის აუცილებელია სანიტარიული  ზონებისა და შესაბამისი რეჟიმების დაცვა. ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისთვის კი ასევე მნიშვნელოვანია  მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება.



ლებარდესთვის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების მე-3 ეტაპის სამუშაო მიმდინარეობს, ხოლო წყალტუბოსთვის დასრულებულია მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირების პროცედურები და სამინისტრო ახორციელებს კონკურსის გამოცხადების მოსამზადებელ სამუშაოს.


დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე (https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=359033&lang=ge, განცხადების ნომერია:   CNT200000029)

 





1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up