წყალტუბოს (ვერ) განვითარების ქრონოლოგია: ბადენ ბადენად გადაქცევიდან კატარელ ინვესტორამდე...

წყალტუბოს (ვერ) განვითარების ქრონოლოგია: ბადენ ბადენად გადაქცევიდან კატარელ ინვესტორამდე...

access_time2023-02-06 10:00:25

წყალტუბოს გერმანიისა და ჩეხეთის ცნობილ საკურორტო ქალაქების მსგავს ადგილად გადაქცევის დაპირება ჯერ კიდევ 2012 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა, შემდეგ მას ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრები მოჰყვნენ. წყალტუბოს აღორძინების რეალური ძვრები კი 11 წლის შემდეგაც მხოლოდ პროექტის დონეზეა და ისევ ინვესტორის მოლოდინში.


დაპირებების ქრონოლოგია:


2012 წლის 14 სექტემბერი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - „ვიწყებთ წყალტუბოს დიდი რეაბილიტაციის პროექტს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა, რომელიც მე მქონდა და ჩვენ ყველანი ერთად განვდევნით წყალტუბოდან უმუშევრობას, გაჭირვებას, უიმედობას, უპერსპექტივობას. ჩვენ დავუბრუნებთ აქაურობას და თითოეულ ჩვენგანს მომავალს. ავაშენებთ ახალ საცურაო აუზებს, ახალ აბანოებს, უკვე კეთდება რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, მათ შორის, წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, აღდგება „შახტიორი“, აღდგება „ივერია“, აღდგა სამხედრო სანატორიუმი და ეს არის მხოლოდ დასაწყისის დასაწყისი. აქ ვაკეთებთ ტექნიკური გადამზადების ძალიან დიდ ცენტრს, კურსდამთავრებულების 90 % პირველივე თვეში პოულობს სამსახურს“, - ასე მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამომრჩევლებს წყალტუბოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.


2015 წლის 25 აპრილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი — „წყალტუბო უნიკალური კურორტია. შეგვიძლია, თამამად შევადაროთ ისეთ ცნობილ კურორტებს, როგორიცაა ბადენ-ბადენი და კარლოვი-ვარი. ამ კურორტს სჭირდება დიდი ინვესტიციები. საპარტნიორო ფონდმა შეისწავლა წყალტუბოს განვითარების გეგმა. ფრანგული კომპანია „ვიჩი“ დაინტერესებულია ამ კუთხით. ჩვენი სურვილია, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს. დარწმუნებული ვარ, წყალტუბო გახდება ყველაზე საამაყო კურორტი, არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში“, - განაცხადა პირველი პრემიერობის დროს ღარიბაშვილმა, წყალტუბოში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების დათვალიერების დროს (2012 წლის 6 ნოემბერს, მსოფლიო ბანკმა წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის 37 მილიონი დოლარი გამოყო, ამ თანხით წყალტუბოს პარკის და „ცივი ტბის“მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი განხორციელდა. ავტ.).


2019 წლის 29 ოქტომბერი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი — „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება. წყალტუბოს აქვს ყველა და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობისა და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი. საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 - 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში“, - ამ სიტყვებით დაანონსა ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს აღორძინების დაწყება.


2019 წლის 20 დეკემბერი


ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა — „ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალტუბო დაიბრუნებს საერთაშორისო კურორტის სტატუსს, იქცევა საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს იმერეთისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. წყალტუბოს განვითარების გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდებოდა“, - თქვა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ.


2020 წლის 5 ივნისი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია — „წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი უკვე ჩამოყალიბებულია. მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება. შეიძლება ჩვენ, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, დროში სადღაც ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრილიანტი“, - ასე უწოდა გახარიამ ახალ პროექტს.


2020 წლის 23 ოქტომბერი

წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო ხედვის პრეზენტაციის დროს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა ძველი სასტუმროების პრივატიზიება, გენგეგმის საფუძველზე კი ნებისმიერ სხვა ინვესტორსაც მიეცემოდა ინვესტირების საშუალება.


2021 წლის 13 სექტემბერი

„2 წლის წინ დაანონსებული გეგმა, სწორედაც რომ აღსრულების ეტაპზეა. იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაუკვეთა და საკმაოდ საინტერესო გენერალური განვითარების გეგმა დაიდო, რომლის საჯარო განხილვებიც გაიმართა“, - თქვა ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში წყალტუბოში სანატორიუმის შენობებს ხელისუფლება სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებებით საპრივატიზებოდ გამოიტანდა. 


2022 წლის 5 ივლისი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი — „მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2019 წელს წყალტუბოს მხოლოდ 25 000 ვიზიტორი ეწვია და ჩვენი ვარაუდით ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება. გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


2022 წელი 4 აგვისტო

მთავრობის მიერ წარდგენილი 14 საინვესტიციო პროექტი (რომელთა საერთო საწყისი ღირებულება 47 მლნ ლარია) სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ გამოიტანა. პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი 14 ობიექტიდან მხოლოდ 2 გაიყიდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ - შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“.


ინვესტორის განმარტებით, სანატორიუმ „თბილისის“ აღდგენისა და 5-ვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.


2022 წელი 26 დეკემბერი


ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა წყალტუბოში, კატარული ინვესტიციით მაღალი დონის სასტუმროს, რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის შექმნა დააანონსა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, წყალტუბოში კატარული კომპანია „გოლდენ თაუერ ინვესტ გრუპი“ შემოვა. მისი ინფორმაციით, საინვესტიციო ჯგუფს ხუთი ობიექტი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემა. მინიმალური საპრივატიზაციო თანხა დაახლოებით 12 მლნ ლარი, საპრივატიზაციო ვალდებულება კი 35 მილიონ ლარამდეა.


სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით, ათეულობით მილიონის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო ბადენ-ბადენის დონის კურორტი გახდეს.



თეგები:
წყალტუბო



Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up