წყალტუბოს სანატორიუმში შექმნილი ციფრული ნამუშევარი Sotheby's-ზე გაიყიდება

წყალტუბოს სანატორიუმში შექმნილი ციფრული ნამუშევარი Sotheby's-ზე გაიყიდება

access_time2023-03-18 13:00:50

ციფრული ნამუშევარი Euphoria, რომელზეც წყალტუბოს ერთ-ერთი სანატორიუმია გამოსახული, Sotheby's აუქციონზე კრიპტოვალუტაზე გაიყიდება. ამის შესახებ ნამუშევრის ავტორი Instagram-ზე წერს. ციფრული ნამუშევარი რაიან კუპმანსმა და ალის ვექსელმა შექმნეს. ისინი მთელ მსოფლიოში რამდენიმე წლის განმავლობაში მოგზაურობდნენ, იკვლევდნენ და იღებდნენ მიტოვებულ შენობებსა და უნიკალურ არქიტექტურულ ადგილებს. სწორედ ამ მოგზაურობის დროს აღმოჩნდა მათ ფოკუსში საქართველო და წყალტუბოს სანატორიუმი.

 

Euphoria Sotheby's-ის პარიზის გალერეაში იქნება გამოფენილი. აუქციონი 2023 წლის 17 მარტს გაიხსნება და 24 მარტამდე გაგრძელდება. სააუქციონო სახლის შეფასებით ნამუშევრის გასაყიდი ფასი 25-დან 35 000 ევრომდე იქნება

 

როგორც არტისტი წერს, Euphoria ციფრული ნამუშევარია, რომელიც გადმოსცემს დამაჯერებელ ნარატივს დროის ციკლის, ბუნების აღორძინებისა და არქიტექტურული პეიზაჟების სოციალურ-ისტორიული ნიუანსების შესახებ. ის წარსულისა და მომავლის, ფიზიკური და ციფრული სამყაროს შეჯახებაა. ნამუშევარი სერია Symphony-ს და კოლექცია The Wild Withi-ის ნაწილია. Euphoria აცოცხლებს მიტოვებულ ისტორიულ შენობას ფოტოგრაფიისა და ანიმაციის კომბინაციით, რათა შექმნას სურეალისტური, მედიტაციური, მოძრავი არქიტექტურული სივრცე.


 

ნამუშევარი მიზნად ისახავს ცარიელი სივრცის აღორძინებას და შენობისთვის სიცოცხლის დაბრუნებას“.

 

Euphoria NFT-ნამუშევრების იმ კოლექციის ნაწილია, რომელთაგან ერთ-ერთი ამერიკელმა მსახიობმა ჯიმ კერიმ შეიძინა. ორივე მათგანი წყალტუბოს სანატორიუმშია გადაღებული.


თეგები:
წყალტუბო



ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up